ზელენსკის სურს შეხვედრა -ის და ევროპის წარმომადგენლებთან, ამბობს, რომ რუსეთის ახალი მასშტაბური იერიში მოახლოებულია

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, კიევს სურს უკვე მომავალ კვირაში ახალი შეხვედრა გაიმართოს -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან და ევროპელ მოკავშირეებთან. ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში განახლებულ შეტევას გეგმავს.
რუსეთის სამხედროების “კონცენტრაცია იქ 100 000-მდეა” – თქვა ზელენსკიმ 29 აგვისტოს, მას მხედველობაში ჰქონდა ფრონტის ხაზები სტრატეგიული მნიშვნელობის ქალაქ პოკროვსკთან ახლოს.
პოკროვსკი მდებარეობს უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე დონეცკის რეგიონში, ომამდე იქ 60 000 ადამიანი ცხოვრობდა. მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ქალაქი დატოვა მას შემდეგ, რაც მას რუსეთის ძალები თვეების განმავლობაში უტევდნენ – თუმცა მათ ვერ შეძლეს დაცვის ხაზის გარღვევა და ქალაქზე დაპატრონება.
ზელენსკის ამ განცხადებებიდან მალევე დნეპროპეტროვსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა განაცხადა, რომ რეგიონი “მასშტაბური შეტევის” ქვეშაა.
30 აგვისტოს დილას ზაპოროჟიეს მესვეურებიც აცხადებდნენ, რომ რეგიონზე იერიში ხორციელდება.
ამ განცხადებების ფონია რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანდრეი ბელოუსოვის მხრიდან გამოთქმული ქება მისი ქვეყნის სამხედრო ძალისხმევაზე უკრაინაში – მიუხედავად წლების განმავლობაში განცდილი დანაკარგებისა.
ბელოუსოვი ასევე დადებითად გამოეხმაურა რუსეთის საჰაერო კამპანიას, უკრაინაზე რაკეტებით და დრონებით განხორციელებულ თავდასხმებს – რომლებსაც ათასობით სამოქალაქო პირი ემსხვერპლა და რომლებსაც ფართოდ გმობს საერთაშორისო თანამეგობრობა.
მინისტრის თქმით, მიმდინარე წელს სტრატეგიული მნიშვნელობის 146 ობიექტზე განხორციელებულმა 35-მა საჰაერო იერიშმა დიდი ზარალი მიაყენა უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურას.
აცხადებს, რომ უკრაინის წარმომადგენლებს სურთ ტრამპს და ევროპელ მოკავშირეებს მომავალ კვირაში შეხვდნენ – იმ ფონზე, როცა პრობლემურად ვითარდება ძალისხმევა უკრაინაში ცეცხლის შესაწყვეტად და დასასრულებლად იმ ომისა, რომელიც დაიწყო 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრით.
დონალდ ტრამპმა, რომელმაც ომის დასრულება თავისი პრეზიდენტობის ვადის პრიორიტეტად გამოაცხადა, იმედგაცრუება გამოხატა რუსეთის ლიდერის, ვლადიმირ პუტინის მიმართ, რადგან ის არ თანხმდება აშშ-ის მოწოდებებს ზელენსკისთან პირდაპირი მოლაპარაკების გამართვაზე.
ტრამპმა ერთი კვირის წინ თქვა, რომ მომავალ ორ კვირაში გადაწყვეტდა თავის შემდეგ ნაბიჯებს, თუკი პირდაპირი მოლაპარაკება არ დაინიშნებოდა. თუმცა ტრამპს ბოლო ვადები უწინაც დაუნიშნავს, მათი დაცვის გარეშე.
26 აგვისტოს ტრამპმა მოსკოვისთვის ახალი სანქციების დაწესების შესაძლებლობაზეც ილაპარაკა:
“ეს არ იქნება მსოფლიო ომი, მაგრამ იქნება ეკონომიკური ომი” – თქვა ტრამპმა. “ეკონომიკური ომი რომელიც იქნება ცუდი, და ის იქნება ცუდი რუსეთისთვის, და მე ეს არ მსურს”.
თუმცა, ტრამპმა დასძინა – “არც ზელენსკია ბოლომდე უდანაშაულო. ახლა მასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, მაგრამ ჩვენი კავშირი განსხვავებულია, რადგან ახლა ჩვენ უკრაინას ფულს არ ვაძლევთ” – თქვა ტრამპმა, რომელსაც მხედველობაში ჰქონდა შეთანხმება, რომლის ფარგლებშიც ნატოს წევრი ქვეყნები ყიდულობენ აშშ-ის იარაღს კიევის მიერ გამოსაყენებლად.
დათანხმდა აშშ-ის წინადადებას ცეცხლის შეწყვეტაზე და პუტინსა და ზელენსკის შორის შეხვედრის მოწოდებებს, მაგრამ მოსკოვს ამაზე თანხმობა არ განუცხადებია.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია