ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ

ზელენსკის ოჯახმა მილიონები იშოვა უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად გამოაცხადეს, ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო და დემოკრატიის მტრად აცხადებენ
„ხალხის ძალის“ წევრი ეხმიანება ევროპარლამენტართა მიერ ს ოჯახის დასანქცირებაზე მსჯელობას. ქადაგიძის თქმით, ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, საკუთარი მოქალაქეების გვამებისა და უკრაინის დანგრევის ხარჯზე, აღნიშნულმა ევროპარლამენტარებმა კი, ისინი გმირებად გამოაცხადეს, ხოლო ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც საქართველოს მშვიდობისთვის ყველაფერი დათმო დემოკრატიის მტრად აცხადებენ.
„ევროპარლამენტარები იმსჯელებენ, ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დასანქცირებაზეო… ესენი ხომ იცით, რომლები არიან? – ზელენსკის ოჯახმა და გარემოცვამ მილიონები იშოვა, კაპიტალი დააგროვა, საკუთარი მოქალაქეების გვამების, უკრაინის დანგრევის ხარჯზე და გმირად რომ გამოაცხადეს… ხოლო, ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მშვიდობისთვის, ყველაფერი დათმო, ყოველდღიურად ავიწროებენ, ემუქრებიან, საკუთარი კაპიტალზე წვდომა შეუზღუდეს, მაგრამ პოზიციას არასდროს შეიცვლის, საკუთარ კეთილდღეობას, ქართველების სიცოცხლის ხარჯზე არ მოიწყობს და დემოკრატიის მტრად აცხადებენ… მოკლედ, ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმის” ეკრანიზაციას აწყობენ, ჯორჯ სოროსის “პროდიუსინგით”,’- წერს ქადაგიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ტრამპს სთხოვა ითამაშოს აქტიური როლი კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის დამყარების პროცესში. ეს ტემპი თუ შენარჩუნდება, ტრამპის სამშვიდობო მატარებლის შემდეგი გაჩერება – საქართველო უნდა იყოს

აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ნამდვილი სახე ციფრებში იკითხება: 170 საელჩო და 270 წარმომადგენლობა მშვიდობისთვის, ხოლო 750 სამხედრო ბაზა 80 ქვეყანაში – ომისთვის, ეს ცხადყოფს, რომ ვაშინგტონი ბევრად დიდ რესურსს ომის ინფრასტრუქტურაში დებს, ვიდრე მშვიდობის ინსტრუმენტებში