ზელენსკის ოფისი ადასტურებს -ის სამშვიდობო გეგმის მიღებას

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკული მხარისგან მიიღო გეგმის პროექტი, რომელსაც, ვაშინგტონის შეფასებით, შეუძლია გაააქტიუროს დიპლომატიური ძალისხმევა ომის დასრულების მიზნით.
ამ ცნობას ხუთშაბათს ავრცელებს უკრაინის პრეზიდენტის ოფისი.
ეს არის პირველი ოფიციალური დადასტურება იმისა, რომ -ში შეიქმნა ახალი სამშვიდობო ინიციატივა – რომლის შესახებაც ერთი დღით ადრე მედია იუწყებოდა, წყაროებზე დაყრდნობით. გავრცელებული ცნობებით, გეგმა შემუშავდა უკრაინის მონაწილეობის გარეშე, რუსეთის წარმომადგენელთან, კირილ დმიტრიევთან კოორდინაციით. გავრცელებულ ცნობაში მოტანილი არ არის ინიციატივის დეტალები, არაა დაზუსტებული არც ის, საქმე თუ მართლაც ეხება 28 პუნქტისგან შემდგარ გეგმას, რომელიც უკრაინისგან სერიოზულ დათმობებს ითვალისწინებს – როგორც ამას მედია იუწყებოდა.
ცნობაში დათქვამი არაა რა პირობებში მიიღო ზელენსკიმ გეგმის პროექტი, თუმცა მანამდე იუწყებოდნენ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ხუთშაბათს კიევში ხვდებოდა აშშ-ის სამხედრო სტრუქტურების მაღალჩინოსნებს. ამ შეხვედრაზე მედია წერდა ახალი სამშვიდობო ინიციატივის კონტექსტში.
როგორც პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში ვკითხულობთ, ზელენსკიმ “აღწერა პრინციპული საფუძვლები, რომლებიც ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანია”, და აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შედეგების საფუძველზე შეთანხმდა იმუშავოს გეგმის პუნქტებზე, რათა “მიაღწიოს ომის ღირსეულ დასრულებას”. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ყოველთვის უჭერდა მხარს აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ძალისხმევას დაასრულოს სისხლისღვრა და მზადაა მშვიდობისთვის ითანამშრომლოს აშშ-სთან, ევროპასთან და სხვა პარტნიორებთან. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ზელენსკი უახლოეს დღეებში აპირებს გეგმის მთავარი პუნქტები პირადად ტრამპთან განიხილოს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ილია მეორის გარდაცვალების გამო მეუფე შიოს სამძიმრის წერილს უგზავნის – რეგიონში საომარი მდგომარეობის გამო პირადად დასწრებას ვერ ვახერხებთ, რის გამოც ვაგზავნით ჩვენს წარმომადგენელს

რუსუდან ფეტვიაშვილი – პატრიარქისთვის გაერთიანებული საქართველო იყო უპირველესი, სულ ამბობდა: ერთიანობა, კონსენსუსი, ურთიერთგაგება – მან ერთხელ თქვა: როცა გაგიჭირდებათ და აღარ ვიქნები, შეგიძლიათ მომმართოთ, როგორც ცოცხალს და თხოვნას შევასრულებ