ზელენსკის თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს

უკრაინის პრეზიდენტ ს თხოვნით, შვეიცარია უკრაინის სამშვიდობო სამიტს უმასპინძლებს, – ამის შესახებ Reurets-ი წერს.
„უკრაინის პრეზიდენტის თხოვნით, შვეიცარია დათანხმდა მშვიდობის ფორმულის შესახებ სამიტის მასპინძლობას. ახლა მიმდინარეობს დამატებით დეტალებზე მუშაობა“, – განაცხადეს შვეიცარიის მთავრობაში.
სამიტის ჩატარების დრო ჯერჯერობით უცნობია. ამასთან, ზელენსკიმ განაცხადა, რომ ჩინეთი დიდ როლს თამაშობს მსოფლიოში და უკრაინის პრეზიდენტს სურს სამიტში პეკინის მონაწილეობა.
„ჩვენ ძალიან გვინდა, რომ ჩინეთი ჩაერთოს ჩვენს „მშვიდობის ფორმულაში“, ისევე როგორც სამიტში, მაგრამ ყველაფერი არ არის დამოკიდებული ჩვენს სურვილებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ