ზელენსკის თქმით, 2024 წელს ს ტყვეობიდან 1358 ადამიანის გათავისუფლება მოხერხდა

2024 წელს ს ტყვეობიდან 1358 ადამიანის დაბრუნება მოხერხდა, – ამის შესახებ 4 იანვარს უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა.

“ეს არიან ჩვენი სამხედროებიც და სამოქალაქოებიც. ამ ადამიანებს განსხვავებული ბედი აქვთ, მაგრამ აერთიანებთ ერთი და იგივე – სახლში ყოფნის სიხარული”, – აღნიშნავს ზელენსკი თავის ტელეგრამ-არხში.
მანამდე, გასული წლის ბოლოს, ზელენსკიმ განაცხადა, რომ 30 დეკემბერს ში დაბრუნდა რუსეთის ტყვეობაში მყოფი 189 მოქალაქე.
დეკემბრის დასაწყისში უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინის პრეზიდენტს, ს შესთავაზა საშობაო ცეცხლის შეწყვეტა და პატიმრების ფართომასშტაბიანი გაცვლა, მაგრამ უკრაინის ლიდერმა ამაზე უარი თქვა. ტყვეთა მორიგი გაცვლა არაბთა გაერთიანებული საამიროების შუამავლობით მოხდა.
ფორუმი