ზელენსკის თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა დონეცკის რეგიონში ტყვედ აიყვანეს რამდენიმე ჩინელი ჯარისკაცი

ამის შესახებ მან 8 აპრილს კიევში ბელგიის პრემიერ-მინისტრ ბარტ დე ვევერთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

“დღევანდელი ამბები: ჩვენ ტყვედ ავიყვანეთ ჩინელი სამხედროები უკრაინის ტერიტორიაზე. უკრაინელები ექვს ჩინელ მებრძოლთან ბრძოლაში ჩაებნენ დონეცკის რეგიონში, ტარასოვკაში, ბელოგოროვკაში. ორი ტყვეობაშია. შესაბამისად, არსებობს დოკუმენტები, არის მათი პასპორტები, არის საკრედიტო ბარათებიც კი. ესენი არიან ჩინეთის მოქალაქეები”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან არ გაამჟღავნა დეტალები იმის შესახებ, იყვნენ თუ არა ჩინელი ტყვეები დაქირავებულები ან ჩავიდნენ თუ არა ისინი ში იმავე პირობებით, ანუ ორ ქვეყანას შორის შეთანხმების შედეგად, როგორც ჩრდილოკორეელი სამხედროები.
ზელენსკიმ მხოლოდ ის აღნიშნა, რომ არსებობს ინფორმაცია, რომ რუსი ოკუპანტების ქვედანაყოფებში, სავარაუდოდ, ორზე ბევრად მეტი ჩინელი სამხედრო იმყოფება. ხოლო უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დაუყოვნებლად დაუკავშირდება პეკინს და შეეცდება დაადგინოს, თუ რა კომენტარს გააკეთებს პეკინი მომხდარზე.

ზელენსკის განცხადებიდან მალევე, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ახსნა-განმარტებისთვის დაიბარა ჩინეთის სამხედრო რწმუნებული. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრი სიბიჰამ ხაზი გაუსვა, რომ უკრაინა მკაცრად გმობს ს მიერ ომში ჩინეთის მოქალაქეების ჩართულობას და მათ მონაწილეობას საომარ მოქმედებებში. მისი თქმით, ეს “ეჭვქვეშ აყენებს ჩინეთის პოზიციას მსოფლიოში და ძირს უთხრის პეკინის სანდოობას, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს პასუხისმგებელ მუდმივ წევრს”.

ფორმალურად, ჩინეთს არასდროს დაუჭერია მხარი უკრაინის კონფლიქტის არც ერთ მხარისთვის, ის განაგრძობს ვაჭრობას როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან. თუმცა პეკინის განცხადებები სამშვიდობო მოლაპარაკებების აუცილებლობის შესახებ უფრო მეტად მხარს უჭერს კრემლის ნარატივს უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით.
ფორუმი