ზელენსკის თქმით, უკრაინამ ომში 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაკარგა

უკრაინას რუსეთთან ომში 2022 წლიდან დღემდე 46 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაეღუპა, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუს დროს.
„ჩვენ დავაფიქსირეთ დანაკარგები: 46 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე. აგრეთვე, დღეს ჩვენ გვყავს ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაკარგული და ტყვედ ჩავარდნილი. გადაჭრით ამის თქმა არ შეიძლება, ვინაიდან დაკარგულები, შესაძლოა, გარდაცვლილები ან ტყვედ ჩავარდნილები იყვნენ“, – აღნიშნა ზელენსკიმ.
მან აგრეთვე დასძინა, რომ დაახლოებით 380 ათასი უკრაინელი ჯარისკაცი ფრონტზე დაიჭრა. ზელენსკის თქმით, 19,5 ათასი უკრაინელი ბავშვი რუსების მიერ გადაყვანილია რუსეთში.
ამასთან, როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, თუ რამდენი სამოქალაქო პირი დაიღუპა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ტერიტორიაზე.
„დეოკუპირებულ ქალაქებში ჩვენ აღმოვაჩინეთ მასობრივი სამარხები. ისინი [რუსები] მასობრივ დახვრეტას და წამებას ეწეოდნენ ქალაქებში, სადაც მოსახლეობა რამდენიმე ათასს აღწევდა. ერთ-ერთ სამარხში, სადაც რუსული ოკუპაცია იყო, ჩვენ 500 ნეშტი აღმოვაჩინეთ“, – აღნიშნა მან.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან