ზელენსკის თქმით, რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო

უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ რუსეთთან ბრძოლის პერიოდში დაიღუპა 46 ათასზე მეტი უკრაინელი სამხედრო, კიდევ ათეულობით ათასი უგზო-უკვლოდ დაიკარგა ან ტყვედ იმყოფება. ამის შესახებ მან NBC News-ს განუცხადა.
„გვაქვს მსხვერპლის ფიქსირებული რაოდენობა – 46 ათასზე მეტი სამხედრო. არის კიდევ ათეულობით უგზო-უკვლოდ დაკარგული ან ტყვედ ჩავარდნილი. და ზუსტად არ იცით, ვინაიდან უგზო-უკვლოდ დაკარგულები შეიძლება მკვდარი იყვნენ, მაგრამ შეიძლება ტყვედ იყვნენ ჩავარდნილი“, თქვა ზელენსკიმ.
მისი თქმით, სამოქალაქო პირებს შორის დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა შეუძლებელია დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
რაც შეეხება ს არმიაში დაღუპულთა რაოდენობას, მოსკოვი არ აქვეყნებს ამის თაობაზე ოფიციალურ მონაცემებს. მაგრამ ზოგიერთი წყაროს თანახმად, დაღუპულია 91-დან 120 ათასამდე სამხედრო.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ რეალური დანაკარგები შესაძლოა ბევრად მაღალი იყოს, რადგან ანალიზი, სავარაუდოდ, დაღუპულთა მხოლოდ 45-65 პროცენტს მოიცავს. ბევრი დაღუპულის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ არის.
საბრძოლო მოქმედებების პირობებში შეუძლებელია კონფლიქტში მონაწილე მხარეების დანაკარგების ზუსტად შეფასება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

რევაზ კიკნაძე – სამი დღე-ღამე ვიყავი კარცერში – ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ჩამიყვანეს, თვითონ გადაამეტეს და მე ჩამიყვანეს კიდევ, ამათმა კარცერში კი არა, კუბოში რომ ჩამიყვანონ, ჩემზე თავისუფლები ვერ იქნებიან

ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირის დაკავებაზე შსს განცხადებას ავრცელებს – უწყების ინფორმაციით, მას ბრალად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ გასაღება ედება