ზელენსკის თქმით, აშშ-მა და ჩინეთმა მშვიდობისთვის გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება

იმისათვის, რომ ომი სამართლიანად დასრულდეს სთვის და მსოფლიოსთვის, შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთმა გვერდზე უნდა გადადონ უთანხმოება და ერთად იმოქმედონ როგორც შუამავლებმა რუსეთთან მოლაპარაკებებში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა Bloomberg-თან ინტერვიუში.
ზელენსკიმ თქვა, რომ პეკინმა სერიოზული როლი უნდა ითამაშოს ომის დასრულებაში, რადგან დიდად არის დამოკიდებული ჩინეთის საექსპორტო ბაზარზე. უკრაინის პრეზიდენტი დაეთანხმა ფინეთის პრეზიდენტ ალექსანდერ სტუბის აზრს, რომელმაც ადრე Bloomberg-თან საუბარში განაცხადა, რომ ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინის ერთი სატელეფონო ზარი მოაგვარებდა რუსეთსა და ს შორის სამხედრო კონფლიქტს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მოსკოვთან შესაძლო მოლაპარაკებების შემთხვევაში ის არ ელის მათში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მონაწილეობას, ვინაიდან პუტინი „ერთობ შეშინებულია“. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა არ გამორიცხა პუტინის მონაწილეობა მშვიდობის შემდეგ სამიტში, რომელსაც კიევი მოაწყობს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ არ მიიღო უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ს წინადადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე. ზელენსკის თქმით, ცეცხლის შეწყვეტა იმის მკაფიო გეგმის გარეშე, რაც მას უნდა მოჰყვეს, ნიშნავს კონფლიქტის გაყინვას და არა დასრულებას. უკრაინის ლიდერმა შეშფოთება გამოთქვა, რომ რუსეთს შეუძლია ისარგებლოს პაუზით, რათა თავი მოუყაროს ძალებს და განაახლოს საბრძოლო მოქმედებები.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე უკუაგდო ტერმინი „ჩიხი“ ფრონტზე უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციების აღსაწერად. ზელენსკის თქმით, არმია პირადი შემადგენლობის თვალსაზრისით უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე რამდენიმე თვის წინ იყო და ახალი კონტრშეტევა ბრიგადების შეიარაღებაზეა დამოკიდებული.
„ეს არ არის ჩიხი, ეს არის პრობლემური სიტუაცია. ჩიხი ნიშნავს, რომ გამოსავალი არ არის. მაგრამ პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, თუკი გაქვთ სურვილი და ინსტრუმენტები“, – მოჰყავს ზელენსკის სიტყვები Bloomberg-ს.
ზელენსკიმ ასევე განაცხადა, რომ მზადაა შეხვდეს -ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რათა მოისმინოს მისი წინადადებები რუსეთთან მშვიდობის შესახებ. ზელენსკის თქმით, უკრაინის ხელისუფლებას სურს გაიგოს, ექნება თუ არა მას აშშ-ში არჩევნების შემდეგ „ძლიერი მხარდაჭერა, თუ ჩვენ სრულიად მარტო დავრჩებით“.
მანამდე ტრამპის მრჩევლებმა წამოაყენეს გეგმა, რომლის მიხედვითაც კიევი მეტ იარაღს მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებს, თუ რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყება.
კიევი მოსკოვთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ერთ-ერთ პირობად ასახელებს რუსეთის ჯარების 1991 წლის საზღვრებს მიღმა, მათ შორის ანექსირებული დან, გაყვანას. რუსეთი ამბობს, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებამდე მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული მის მიერ ხელში ჩაგდებული ტერიტორიები. კრემლი ასევე მოითხოვს, რომ უკრაინამ უარი თქვას ნატოში გაწევრიანებაზე.