ზელენსკიმ ტრამპს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტ სა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. ზელენსკიმ ტრამპს მადლობა გადაუხადა უკრაინის მხარდაჭერისთვის.
14 ივლისს, ღამით გამართულ სატელეფონო საუბარს წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის განცხადება, რომ თუ 50 დღის განმავლობაში ში ომის დასასრულებლად შეთანხმება არ იქნება, ს სავაჭრო პარტნიორებს მკაცრ ტარიფებს დაუწესებენ.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისიც განაცხადა, რომ უკრაინა ნატოს გავლით მიიღებს ამერიკულ იარაღს, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს Patriot-ი.
ს ამ განცხადებებს 14 ივლისს კრემლისგან არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია.
14 ივლისს, გვიან ღამით უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ -ის პრეზიდენტთან „ძალიან კარგი საუბარი“ ჰქონდა და მადლობას უხდის მზადყოფნისთვის უკრაინას მხარი დაუჭიროს და ერთად იმუშაონ მკვლელობების შესაჩერებლად და ხანგრძლივი და სამართლიანი მშვიდობის დასამყარებლად.
ზელენსკის ინფორმაციით, ტრამპთან განიხილა საშუალებები და გადაწყვეტილებები, რომლებიც აუცილებელია რუსეთის დარტყმებისგან უკრაინელების მეტად დასცავად და უკრაინის პოზიციების გასამყარებლად.
რუსეთისადმი პრეზიდენტ ტრამპის მტკიცე პოზიციას „ძალიან პოზიტიური” უწოდა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში კაია კალასმა. ამასთან, მისი შეფასებით, 50 დღე დიდი დროა, როცა რუსეთი ყოველდღე კლავს უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს, ამიტომ საჭიროა ზეწოლის გაძლიერება.
თეთრ სახლში დაბრუნების შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ს ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
პრეზიდენტმა ტრამპმა პოზიცია მას შემდეგ შეცვალა, რაც შეერთებულმა შტატებმა თვეების განმავლობაში ვერ შეძლო უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტაზე რუსეთის დათანხმება.
ბოლო ხანს ტრამპმა არაერთხელ გააკრიტიკა პუტინი და განაცხადა რომ აშშ-ს უკრაინისთვის იარაღის გაგზავნა მოუწევს.
ფორუმი