ზელენსკიმ ტრამპს ოლენა ზელენსკას მიერ მელანია ტრამპისთვის გაგზავნილი წერილი გადასცა

უკრაინის პრეზიდენტმა, -ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს პირველი ლედისთვის, მელანია ტრამპისთვის უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას წერილი გადასცა.
,,ჩემმა მეუღლემ, უკრაინის პირველმა ლედიმ, წერილი გამომატანა. ეს თქვენთვის არ არის, თქვენი მეუღლისთვისაა,” – უთხრა ზელენსკიმ ტრამპს წერილის გადაცემისას.
ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა მელანია ტრამპს პუტინისთვის გაგზავნილი წერილისთვის, სადაც მას ბავშვების დაცვისკენ მოუწოდებდა, მადლობა გადაუხადა.
,,დიდი მადლობა თქვენი ძალისხმევისთვის, მათ შორის პირადი ძალისხმევისთვის, რომელიც მიზნად ისახავს მკვლელობების შეჩერებას და ამ ომის შეჩერებას. გმადლობთ და, ამ შესაძლებლობის გამოყენებით, მინდა მადლობა გადავუხადო თქვენს მეუღლეს, -ის პირველ ლედის. მან ხელი მოაწერა პუტინისადმი გაგზავნილ წერილს ჩვენი გატაცებული ბავშვების შესახებ,” – განაცხადა ზელენსკიმ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნორვეგიის საგარეო უწყება – ყოველდღიური პროტესტების ერთი წელი საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების შეჩერების შემდეგ – უკანონოდ დაპატიმრებულები უნდა გათავისუფლდნენ

ევროკომისიის სპიკერი – ვნახეთ ამბები უკრაინაში დღევანდელი ჩხრეკების და პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის გადადგომის შესახებ – ევროკომისია გააგრძელებს ვითარებაზე ყურადღებით დაკვირვებას