ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილი ოფიციალურად პირველად გამოთქვა

ეს კვირა ორი ამბით დაიწყო: 1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო.
2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა, – წერს “ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრი ლევან ნიკოლეიშვილი.
ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, რომ მაშინ როცა საქართველოში მშვიდობას დასცინოდნენ, გაურკვეველია რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება უკრაინის მიერ. „ეს კვირა ორი ამბით დაიწყო:
1. როგორც იქნა ბაიდენმა მოხსნა თავის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონიდან, ამით ფსევდო ლიბერალიზმის აღზევების დასარულის დასაწყისი ოფიციალურად დაიწყო.
2. ზელენსკიმ გამოაცხადა, რომ წლის ბოლომდე ომის ცხელი ფაზა დასრულდება. სხვათა შორის რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების სურვილიც ოფიციალურად(!) პირველად გამოთქვა. აი, იმ უსინდისო პოლიტიკოსებს თუ ექსპერტებს მინდა ვკითხო, წლის ბოლოსთვის უკრაინას დამარცხებული ეყოლება თუ ტერიტორიები დაბრუნებული? მაშ, რისთვის ღირდა ამხელა მსხვერპლის გაღება, რომ განწირული უკრაინის გადასარჩენად რუსეთთან ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ? საქართველოში მშვიდობას რომ დასცინოდნენ და გაკვირვებული მხრებს იჩეჩდნენ ვინ გექაჩებათ რუსეთთან ომშიო, ის ხალხი სად არის ახლა?“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Previous: აუწრიალდა მუცელი “გმირ” ზელენსკის – ედიშერ გვენეტაძე

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ლაშხი ტატა ხვედელიანს: თუ პოლიტიკური კომენტარის გაკეთება გინდოდათ შეგეძლოთ და გამიკვირდა კიდეც, რომ არ დასვით და არ დაიცავით იმ ხალხის ინტერესი, რომელთაც, ალბათ, ახლა მესიჯი მოგწერეს, ჩუმად ზიხარო

საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ, გაეროს ბავშვთა ფონდთან (UNICEF) და სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, საუკეთესო პრაქტიკის პროგრამის ფარგლებში რიგით მერვე ეროვნული კონფერენცია გამართა