ზელენსკიმ პოლონეთს მოუწოდა, ერთობლივად აღუდგნენ წინ რუსეთის თავდასხმებს დასავლეთ უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურაზე

16 მაისს უკრაინის პრეზიდენტმა მ და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკმა საუბარი გამართეს ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარებისა და უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე ს განგრძობადი იერიშების შესახებ. როგორც ზელენსკიმ განაცხადა, მან პოლონეთის პრემიერ-მინისტრს გააცნო ხარკოვში არსებული ვითარების შესახებ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტი წინა დღით უშუალოდ გაეცნო.
ხარკოვის რეგიონში შექმნილი რთული ოპერატიული ვითარების გამო უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გადადო ვიზიტები ესპანეთსა და პორტუგალიაში.
“ახლა რუსეთის ფედერაციის ერთ-ერთი მიზანს წარმოადგენს გაზის ინფრასტრუქტურის განადგურება უკრაინის დასავლეთით. იქ რუსეთის წარმატება საფრთხეს შეუქმნის ევროპის ენერგოუსაფრთხოებას. ჩვენ ერთობლივად უნდა ვიპოვოთ ამის საწინააღმდეგო გზა”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ სატელეფონო საუბარში და კვლავ გაიმეორა, რომ გადაუდებლად საჭიროებს მოკავშირეთაგან საჰაერო თავდაცვის დამატებით საშუალებების მიწოდებას.
მან ასევე აღნიშნა, რომ მხარეებმა თავიანთ გუნდებს დაავალეს, “დაუყოვნებლივ” დაიწყონ მუშაობა ქვეყნებს შორის ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმების პროექტზე.
ხარკოვში შექმნილი ვითარების და უსაფრთხოების გარემოს ზოგადი მდგომარეობის შესახებ სატელეფონო საუბრის თაობაზე, რომელიც თითქმის ერთ საათს გრძელდებოდა, ტუსკის პრესსამსახურმაც გაავრცელა ცნობა.
“საუბარი ასევე შეეხო რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს და ნატოს მოახლოებულ სამიტს”, – დასძენს პოლონეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური.
ნატოს მორიგი სამიტი 9-11 ივლისს ამერიკის დედაქალაქში გაიმართება.
შარშან ვილნიუსში ჩატარებულ ნატოს სამიტზე შეთანხმდნენ უკრაინისათვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) გაუქმებაზე, რაც აუცილებელი ნაბიჯი იყო გაწევრიანებამდე სხვადასხვა პოლიტიკური და სამხედრო რეფორმის ჩასატარებლად. თუმცა, ამის შემდეგ საქმე წინ არ დაძრულა. არც გაწევრიანების კონკრეტული გზა არსებობს და არც ვადები. მხოლოდ წინადადებაა, სადაც ნათქვამია, რომ უკრაინას ალიანსში მიიწვევენ, „როდესაც ამაზე მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები შესრულდება“.

ასევე დაგაინტერესებთ