ზელენსკიმ მოკავშირეებს მიმართა, უკრაინა ისრაელივით დაიცვან

უკრაინის პრეზიდენტმა მ მოკავშირეებს მოუწოდა, ისევე დაიცვან, როგორც დაიცვეს ირანის შეტევისგან.
15 აპრილს ღამით, უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვისას ზელენსკიმ განაცხადა, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახა ტერორისგან დასაცავად რამდენად ეფექტიანია ერთიანობა, თუკი საკმარისი პოლიტიკური ნება არსებობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ისრაელზე ირანის თავდასხმის მოსაგერიებლად ერთად და მაქსიმალურად ეფექტიანად იმოქმედეს ისრაელმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და იორმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ისრაელი არ არის ნატოს წევრი და მის დასაცავად საჭირო არ გახდა ალიანსის წესდებით გათვალისწინებული კოლექტიური თავდაცვის მსგავსი მუხლის გამოყენება, არც არავინ აღმოჩნდა ომში ჩათრეული და მხოლოდ ადამიანების სიცოცხლე დაიცვეს.
ზელენსკის განცხადებით, „შაჰედის“ ტიპის დრონებს უკრაინის საჰაერო სივრცეშიც ისეთივე ხმა აქვთ, როგორც ახლო აღმოსავლეთში და ბალისტიკური რაკეტებიც ერთნაირად მოქმედებენ, ამიტომ ტერორი ყველგან ერთნაირად უნდა დამარცხდეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა თქვა, ევროპის ცა დიდი ხნის დაცული იქნებოდა უკრაინას პარტნიორებისგან რომ ჰქონდეს ისრაელის მსგავსი, სრული დახმარება დრონების და რაკეტების ჩამოსაგდებად.
თეთრ სახლში 15 აპრილს გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელ ს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, თუ მოკავშირეებთან ერთად ისრაელს დაეხმარა ირანული დრონების განადგურებაში, რატომ არ შეიძლება იგივე გაკეთდეს უკრაინაში. კირბიმ უპასუხა, რომ ეს სხვადასხვა კონფლიქტი, სხვადასხვა საჰაერო სივრცე და საფრთხის სხვადასხვა სურათია.
თეთრი სახლის წარმომადგენლის განცხადებით, პრეზიდენტმა ბაიდენმა უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მკაფიოდ თქვა, რომ აშშ საბრძოლო მოქმედებები არ ჩაერთვება. კირბის განცხადებით, უკრაინას ეხმარებიან იარაღით, რომელიც საჰაერო სივრცის დასაცავად სჭირდება, თუმცა, ეს პროცესი დღეს შეჩერებულია დამატებითი დაფინანსების არარსებობის გამო. თეთრი სახლი კვლავ მოუწოდებს კონგრესის წარმომადგენელთა პალატას, მხარი დაუჭიროს სენატის მიერ თებერვალში დამტკიცებულ კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს 60 მილიარდი დილარის გამოყოფას უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად.
ირანმა ისრაელზე შეტევა 13-14 აპრილს მიიტანა. ისრაელის არმიის ცნობით, ირანმა გამოიყენა 300-ზე მეტი დრონი და ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტა, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა მოიგერიეს.
ამერიკის შეერთებული შტატების არმიის ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ევროპული სარდლობის საბრძოლო გემების მხარდაჭერით გაანადგურეს 80-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი და სულ მცირე 6 ბალისტიკური რაკეტა, რომლებიც ისრაელის მიმართულებით იყო ნასროლი ირანიდან და იემენელი ჰუთების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან.

ასევე დაგაინტერესებთ