ზელენსკიმ დანილოვი მოლდოვაში ელჩად დანიშნა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ყოფილი მდივანი ოლექსანდრ დანილოვი, რომელიც თანამდებობიდან 26 მარტს გადააყენეს, მოლდოვაში ელჩად დაინიშნა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ 29 მარტს განაცხადა, რომ დანილოვი „დიპლომატიური მიმართულებით განაგრძობს მუშაობას“.
პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოვა უკრაინისთვის „უკიდურესად მნიშვნელოვანი სახელმწიფოა როგორც რეგიონში უსაფრთხოების გამოწვევების, ისევე ორმხრივი თანამშრომლობის გადმოსახედიდან“,
დანილოვმა მოლდოვაში ელჩის პოსტზე ჩაანაცვლა მარკ შევჩენკო. შევჩენკო ზელენსკიმ 29 მარტსვე დაითხოვა.
დანილოვი, რომელიც თავდაცვის საბჭოს მდივანი 2019 წლიდან იყო და ცნობილი იყო თავისი რადიკალური რიტორიკით, პრეზიდენტმა ზელენსკიმ წინა დღეს, 28 მარტს დაითხოვა.
1990-იან წლებში დანილოვი ლუგანსკის მერი იყო, 2004 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ იუშჩენკოს საარჩევნო შტაბს, მოგვიანებით კი ლუგანსკის ოლქის გუბერნატორი გახდა. ის ორჯერ იყო უკრაინის სახალხო დეპუტატი იულია ტიმოშენკოს ბლოკიდან.
ზელენსკის ბრძანებულებაში არ არის ლაპარაკი გადაყენების მიზეზებზე. ის წინასწარ არ გამოუცხადებიათ. იანვარში ჟურნალი Economist-ი წერდა, რომ დანილოვის ადგილზე შესაძლოა დანიშნულიყო უკრაინის შეიარაღებული ძალების მაშინდელი სარდალი . ზალუჟნი მართლაც გადააყენეს, მაგრამ ამის შემდეგ ის დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა.
ჯერ უცნობია, ვინ ჩაანაცვლებს დანილოვს.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს