ზელენსკიმ განკარგულება გამოსცა – უკრაინა დსთ-ს სასაზღვრო ჯარების სარდალთა საბჭოდან გადის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც, ქვეყანა გადის 1992 წლის შეთანხმებიდან, რომლითაც დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ) სასაზღვრო ჯარების სარდალთა საბჭო შეიქმნა.

„გამოვცემ განკარგულებას მოსკოვში 1992 წელს შექმნილი [დსთ-ს] სასაზღვრო ჯარების მეთაურთა საბჭოდან [ქვეყნის] გასვლის შესახებ“, – ნათქვამია ბრძანებულებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

დოკუმენტი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს ავალებს, გადაწყვეტილების შესახებ დსთ-ს აღმასრულებელ კომიტეტს შეატყობინოს.