ზელენსკიმ გაერთიანებული ძალების მეთაური იური სოდოლი გაათავისუფლა

მ უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური, გენერალ ლეიტენანტი იური სოდოლი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
სოდოლის ადგილს ბრიგადის გენერალი ონდრეი გნატოვი დაიკავებს.
ცოტა ხნით ადრე, სოდოლის წინააღმდეგ განცხადება დაწერა აზოვის შტაბის მეთაურმა ბოგდან კროტევიჩმა.
უკრაინული მედიების ინფორმაციით, კროტევიჩმა სახელმწიფო საგამოძიებო ბიუროს სოდოლოს რუსეთთან შესაძლო კავშირზე გამოძიების დაწყება სთხოვა.
სოდოლს სამხედრო წრეებში ხშირად აკრიტიკებენ, მას რამდენიმე ჩავარდნილ საბრძოლო ოპერაციას ედავებიან.
“მთელმა ჯარმა იცის ვინ არის ის და 99% სამხედროს ეზიზღება ეს პიროვნება”. – ამბობს კროტევიჩი.