ზელენსკიმ ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ქვეყანას სასწრაფოდ ესაჭიროება აშშ-ის სამხედრო დახმარების მიღება

-ის სახელმწიფო მდივანთან, ენტონი ბლინკენთან შეხვედრის დროს, უკრაინის პრეზიდენტმა მ განაცხადა, რომ საჭიროა შეთანხმებით დაპირებული ამერიკული სამხედრო დახმარების დროული გაგზავნა რუსეთთან ომში მყოფი უკრაინისთვის. ზელენსკიმ ყურადღება, უპირველეს ყოვლისა, საჰაერო თავდაცვის სისტემებზე გაამახვილა.
“მე ვფიქრობ, რომ ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ მ ეს სამხედრო დახმარება რაც შეიძლება სწრაფად მიიღოს. პირველ რიგში, ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვაზე. ეს ჩვენთვის ყველაზე დიდი პრობლემაა. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ორი სისტემა “პეტრიოტი” ხარკოვისთვის, ხარკოვის ოლქისთვის, სადაც მოსახლეობა რუსული რაკეტების მუდმივი საფრთხის ქვეშ იმყოფება”, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ენტონი ბლინკენმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ აშშ-ის დახმარება „უკვე გზაზეა“ და უკრაინაში ის მალე ჩავა.

“ეს ხელს შეუწყობს ბრძოლის ველზე ს ფედერაციის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. ჩვენ, ისევე როგორც ბევრი პარტნიორი, დარწმუნებული ვართ, რომ ბრძოლის ველზე გამარჯვებას მიაღწევთ“, – მიმართა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკრაინის ლიდერს.
უკრაინას მოულოდნელი ვიზიტით 14 მაისს ესტუმრა.
სააგენტოები Reuters-ი და AFP ენტონი ბლინკენის თანმხლები დელეგაციის წევრზე დაყრდნობით წერენ, რომ კიევში სახელმწიფო მდივნის ვიზიტის მიზანია შეერთებული შტატების მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმ რთული ვითარების ფონზე, როცა უკრაინის ძალები ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ხარკოვის ოლქში, ცდილობენ რუსეთის მასირებული შეტევის მოგერიებას.
ხარკოვის ოლქის ქალაქ ვოლჩანსკზე რუსეთის ინტენსიური შეტევის გამო, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, კვირას, 12 მაისს, ქალაქიდან გაიყვანეს 1600-მდე ადამიანი, ბოლო რამდენიმე დღეში კი – თითქმის 6000.

ომის დაწყებამდე ვოლჩანსკში 20 000-მდე ადამიანი ცხოვრობდა. ნახევარზე მეტმა ქალაქი საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ დატოვა.