„ზებრაზე გადასვლისთვის” დაჯარიმებულმა მოსამართლეს ბორშჩი მიუტანა

აქციის მონაწილემ, მსახიობმა მალხაზ ირემაძემ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს ბორშჩი მიუტანა, – ინფორმაციას „ბათუმელები“ ავრცელებს.
აქტივისტს 31 იანვრის ღამეს, ბათუმში ზებრა-გადასასვლას ედავებიან.
„ეს ბორშჩი თქვენ. უხორცო ბორშჩია, 80 პროცენტი უხორცო ბორშჩს ჭამს“– თქვა ირემაძემ მანამდე, სანამ მას მოსამართლე ალექსანდრე გოგუაძე ზებრაზე მოძრაობის გამო 5 ათასი ლარით დააჯარიმებდა.
საბოლოოდ, მანდატურებმა ბორშჩით ნახევრად სავსე მინის ქილა აქტივისტს ჩამოართვეს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – რაც არ უნდა რუსთაველის ან საერთოდ, ქალაქის რემონტი გადაწყვიტონ, არაფერს შეცვლის – პროტესტი არ ჩერდება და ეს არის ნიშანი, რომ რეჟიმი ვერაფერს აღწევს, თუ არა იმის მტკიცებას, რომ ძალიან კორუმპირებული, უღირსი და რუსული რეჟიმია