ზახაროვა უკმაყოფილოა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების არხის ჟურნალისტს აქციაზე ხელი ჰკრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი უკმაყოფილოა, რომ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ არხი ზვეზდას კორესპონდენტს, კატერინა რადომსკაიას ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ხელი ჰკრა.
“ახალთახალი მაგალითი იმის, სადამდე შეიძლება დაგიყვანოს ყბადაღებულმა “ლიბერალურმა ღირებულებებმა”: სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვა ჟურნალისტების ცემაში, შეურაცხყოფასა და აგრესიულ დაშინებაში გადადის. მაინტერესებს, უცენზურო უაზრობების მყვირალებმა თუ იციან, დასავლელმა სპონსორებმა რატომ დააგდეს ისინი ბარიკადებზე და უბრალოდ მიატოვეს.” – წერს ზახაროვა.
სამთავრობო-პროპაგანდისტულ არხ ზვეზდას, რომელიც 2004 წელს დაარსდა, მართავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლობას დღეს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და უკრაინაში არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს.

ასევე დაგაინტერესებთ

გერმანიაში ქართველმა ემიგრანტებმა ბუნდესტაგის მმართველი კოალიციის წევრებთან შეხვედრები გამართეს – ქიმიური იარაღით შესაძლო მოწამვლაზე საერთაშორისო საგამოძიებო კომისიის შექმნა…

ევროპარლამენტარი მაიკლ გალერი – მოსკოვურმა არსებებმა: ივანიშვილმა, კობახიძემ უნდა დატოვონ ქვეყანა და საშუალება მისცენ ქართველი ხალხის დიდ უმრავლესობას, გააგრძელონ თავიანთი გზა ევროპულ საქართველოსკენ