ზახაროვა: მტკიცედ ვგმობთ ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციულ საგარეო ჩარევას

“მტკიცედ ვგმობთ ირანის შიდა პოლიტიკურ პროცესებში დესტრუქციულ საგარეო ჩარევას. განსაკუთრებულად უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დასავლეთის მტრული პოლიტიკის შედეგად წარმოქმნილი ნეგატიური სოციალურ-ეკონომიკური შედეგების ნეიტრალიზების ეფექტიანი გზების მოსაძებნად, საზოგადოებასთან კონსტრუქციული დიალოგისთვის მზადყოფნას ავლენს.
[…] ისინი, ვინც ირანის წინააღმდეგ 2025 წლის ივნისში განხორციელებული აგრესიის გასამეორებლად გარედან ინსპირირებული არეულობების საბაბად გამოყენებას გეგმავენ, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარებისთვისა და გლობალური საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის ასეთი ქმედებების დამანგრეველ შედეგებს უნდა აცნობიერებდნენ.
ამასთან, მტკიცედ ვგმობთ ირანის უცხოელი პარტნიორების შანტაჟის უხეშ მცდელობებს, სავაჭრო ტარიფების გაზრდით” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ.
ცნობისთვის, -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ირანის რეჟიმის მიერ საკუთარი მოქალაქეებს მასშტაბური დახოცვის ფონზე, გუშინ, სოციალ ქსელში დაწერა, რომ ყველა ქვეყანას, რომელიც ირანთან ვაჭრობს, - 25%-იან ტარიფს უწესებდა.
ირანის დედაქალაქ თეირანსა და ქვეყნის სხვა ქალაქებში მზარდი ინფლაციისა და ეროვნული ვალუტის კოლაფსის ფონზე საპროტესტო აქციები 29 დეკემბერს დაიწყო. მას შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები უწყვეტად, უკვე ორი კვირაა გრძელდება