ზახაროვა მიესალმება პრორუსი ჟღენტის განცხადებას დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე

ს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი ამბობს, რომ “რუსეთის ფედერაცია მზად არის საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის გზაზე სიარულისთვის”. მისი თქმით, რუსეთი “მხარს უჭერს თბილისის ნებისმიერ ინიციატივას ამ მიმართულებით”.
რუსული პროპაგანდისტული მედიის Ria Novosty-ს თანახმად, მარია ზახაროვა გამოეხმაურა პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავმჯდომარის მიხეილ ჟღენტის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა საქართველო-რუსეთის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე.
“ჩვენ კვლავაც ვთვლით, რომ ეს [ურთიერთობების ნორმალიზება] აკმაყოფილებს ჩვენი ორი ხალხის ინტერესებს… მხარს ვუჭერთ ნებისმიერ ინიციატივას, რომელიც მიემართება რუსულ-ქართული [ურთიერთობების] ნორმალიზებას. ამ კონტექსტში, მივესალმებით აღნიშნულ ინიციატივას. ჩვენ მზად ვართ მივყვეთ ამ გზას”, – თქვა მან ბრიფინგზე.