ზახაროვა თბილისის აქციებზე: ზოგმა მათგანმა თავს რუსეთის სიმბოლიკაზე დაცინვის უფლება მისცა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, 3 მაისის ბრიფინგზე საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და რუსული კანონის განხილვას გამოეხმაურა.
ზახაროვა ირწმუნება, რომ მათი კვალი საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული კანონის ინიცირებაში არაა. მისი მტკიცებით, თბილისის დემონსტრაციების მონაწილეები დასავლეთის პროპაგანდის მსხვერპლები არიან და გამოთქვა საკუთარი უკმაყოფილება, რომ აქციებზე ს სახელმწიფო სიმბოლიკა “მასხრად აიგდეს”.
“რუსეთს არაფერი აქვს საერთო არც ქართულ კანონმდებლობასთან, არც საქართველოს ევროინტეგრაციის გეგმებთან, არც იმ დრამატულ მოვლენებთან, რასაც მთელი მსოფლიო აკვირდება. ვნახე, რომ საქართველოში მრავალი დემონსტრანტი, რატომღაც, როგორც ჩანს, დასავლური პროპაგანდის მცდელობებისადმი მგრძნობიარე აღმოჩნდა, მოეძებნათ “რუსული კვალი” იქ, სადაც ის საერთოდ არაა. ზოგიერთმა მათგანმა თავს რუსეთის სახელმწიფო სიმბოლიკის მასხრად აგდების უფლებაც მისცა. ალბათ, ეს ვიღაცის პროვოკაციაა. ეს სამწუხაროა.” – თქვა ზახაროვამ.
რუსეთის საგარეო უწყების სპიკერმა კიდევ ერთხელ დაიცვა კანონი “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის” შესახებ და გაიმეორა საქართველოს მმართველი პარტიის ნარატივი, რომ ის -სა და დასავლეთის სხვა ქვეყნების მსგავს კანონებს ეფუძნება და უფრო მსუბუქიცაა.
“ვაშინგტონსა და ბრიუსელში განაცხადეს, რომ ამ კანონის მიღება ხელს შეუშლის საქართველოს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციას. მიუხედავად იმისა, რომ ეს მართლაც კომიკური სიტუაციაა. კანონის ქართული ვერსია გამომდინარეობს თავად აშშ-ში, საფრანგეთში და მრავალ სხვა დასავლურ ქვეყანაში მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებისგან და, სხვათა შორის, ბევრად უფრო რბილი ფორმისაა. ეს ორმაგი სტანდარტებია?” – თქვა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა.
ზახაროვა ირწმუნება, რომ რუსეთი სხვა ქვეყნის საშინაო საქმეებში არასდროს ჩარეულა და არც ჩაერევა.
“რუსეთი არასდროს ერეოდა და არ აპირებს ჩაერიოს მესამე ქვეყნების საშინაო საქმეებში. ჩვენ დაინტერესებული ვართ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მშვიდობიან, სტაბილურ და კეთილდღეობის განვითარებაში.” – თქვა ზახაროვამ.