ზახაროვა: გრეტა თუნბერგის მონაწილეობა ოპოზიციის აქციაში – დასავლეთის ჩარევაა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ, საქართველოში ოპოზიციის აქციაში შვედი გარემოსდამცველის, გრეტა თუნბერგის მონაწილეობის კომენტირებისას, განაცხადა, რომ დასავლეთმა „თვითონ გამოავლინა თავისი ჩარევა საქართველოს საქმეებში“.
„ეს ნამდვილად სასაცილო იქნებოდა, ასეთი ტრაგიკული რომ არ იყოს, როგორ გაამჟღავნა დასავლეთმა თავისი თავი მტკივნეული ჩართულობით საქართველოს სუვერენული და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ირგვლივ არსებულ სიტუაციაში,” – თქვა მან „ვალდაის“ სადისკუსიო კლუბში ყოფნისას და დაამატა, რომ დასავლეთი საფრთხეს ხედავს იმაში, რომ საქართველო „დაადგა თავისი სუვერენიტეტის დაცვის გზას”.
4 ნოემბერს, თბილისში რუსთაველის გამზირზე მყოფმა თუნბერგმა, მხარი დაუჭირა საქართველოს ოპოზიციას, რომელიც გაყალბებულად მიიჩნევს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს და საპროტესტო აქციებს მართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა

ირაკლი კობახიძე – ძალადობრივ ინციდენტებთან დაკავშირებით შენიშვნა მხედველობაში მისაღებია – 3-4 შემთხვევაში კონკრეტული გადაცდომები იყო, თუმცა ადამიანების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა – რაც შეეხება ძალადობას, მტკნარი სიცრუეა