ზაფხულში “რეალის” სამიზნე ალფონსო დევისი იქნება

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე “რეალის” ნომერ პირველი სამიზნე ალფონსო დევისი იქნება, ამის შესახებ ინფორმაციას Bild-ი ავრცელებს.
წყაროს ცნობით, “ბლანკოსის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა ერლინ ჰოლანისა და კილიან მბაპეს შეძენა საბოლოოდ გადაიფიქრა.
კანადელ განაპირა მცველს “თეთრების” რიგებში თამაში სურს და ამის შესახებ “რეკორდმაისტერის” ხელმძღვანელებს უკვე აცნობა და მიუნხენელებთან ახალი ხელშეკრულების გაფორმება იუარა.
შეგახსენებთ, დევისს “ბაიერნთან” მიმდინარე კონტრაქტი 2025 წელს ეწურება.