ზარქუა ტრამპზე: გლობალური ომის პარტიისგან თავდასხმის მკაფიო გამოხატულებაა

აშშ-ის მომავალ პრეზიდენტზე თავდასხმა არის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულება გლობალური ომის პარტიის მხრიდან, თავის ოპონენტებს, განსხვავებული აზრის და იდეოლოგიის მქონეებს როგორ ესხმიან თავს. ვნახეთ ევროპაში ფიცო, შემდეგ გახსოვთ ჩვენს პრემიერმინისტრზე მუქარის წერილი, ახლა უკვე დაგვირგვინება პრეზიდენტობის კანდიდატზე ტყვიის გასროლის.
ეს ყველაფერი ხდება წინასაარჩევნოდ სად? -ში, რომელიც ჩვენთვის იყო მაგალითი დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვის, განსხვავებული აზრის მიმღებლობის, უფლებების დაცვის. ქვეყენაში, სადაც პრეზიდენტობის კანდიდატის, თან ყოფილი პრეზიდენტის უფლებები არაა დაცული, ახლა ის ხელისუფლება რომ გამოვა და მე გამაკრიტიკებს და მორალს წამიკითხავს, როგორ უნდა დავიცვა ადამიანის უფლებები და როგორ უნდა მქონდეს განსხვავებულის მიმღებლობა და როგორ უნდა შევამცირო პოლარიზაცია, ამაზე ნოტაციას რომ წამიკითხავს, ვერ მივიღებ.
სამწუხაროდ, ჩაფლავდა აშშ-ის ამ ხელისუფლების პერიოდში ამერიკა, როგორც დემოკრატიის შუქურა.