ზარქუას პირადი მოთხოვნით დამაყადაღეს – მარიამ სიჭინავა

ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა, რომელიც “ქართული ოცნების” დეპუტატს, ს და მის თანმხლებ პირს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი საბანკო ანგარიშები ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლის პირადი მოთხოვნით დააყადაღეს.
“დროას” წევრი, რომელსაც მ უჩივლა, იტყობინება, რომ მის წინააღმდეგ სასამართლო პროცესი ხვალ, 13:00 საათზე ჩანიშნეს.
‘ამასობაში დამაყადაღეს. ზარქუას პირადი მოთხოვნაა. რადგან ჩემი შვილი მარჩენალდაკარგულის სოციალური სტატუსით სარგებლობდა, სახელმწიფოს უფლება არ ჰქონდა ჩემი ანგარიშები დაეყადაღებინა. ხვალ 13:00 საათზე ჩაინიშნა სასამართლო პროცესი. ,,კაცობის” დამცველი ირაკლი ზარქუა vs ზუგდიდელი ქალები.” – წერს მარიამ სიჭინავა.
ცნობისთვის, 21 მაისს, “ოცნების” დეპუტატს, ირაკლი ზარქუას ზუგდიდში პროტესტით დახვდნენ.