ზარნაძე კალაძეს: იცოდეთ, რომ ოპოზიციის პოლიტიკური განადგურების ნაწილში გვერდით გიდგავართ

პირველ რიგში, მადლობა მინდა გადაგიხადოთ გასული 4 წლის განმავლობაში ნაყოფიერი მუშაობისთვის და დარწმუნებული ვარ, მომავალი ოთხი წელიწადი იქნება ამ ქალაქის ისტორიაში საუკეთესო.
ჩემი პოლიტიკური გამოსვლა არ იქნება დაკავშირებული მხოლოდ დედაქალაქის საკითხებთან. მე მინდა ზოგად პოლიტიკურ საკითხებს შევეხო და თუ აინტერესებს ჩვენს ოპონენტებს თუ აინტერესებს რატომ ვართ წარმოდგენილი ამდენი რაოდენობით დედაქალაქის საკრებულოში „ქართული ოცნება“, მათ ვეტყვი, რომ ჩვენსა და მათ შორის იმხელა განსხვავებაა მორალურად, როგორც ადამიანობასა და არადამიანობას შორის.
აქამდე მათ ხომ ვეძახდით უსამშობლოებს, უღმერთოებს. ახლა აღმოჩნდა, რომ ეს ადამიანები არიან უსისხლო ლეშიჭამია სვავები, რომლებსაც ადამიანის ცხოვრება, ადამიანის სიცოცხლე არაფრად არ უღირთ და მხოლოდ იმიტომ. რომ ადამიანს შეიძლება პოლიტიკური შეხედულება მათგან ჰქონდეთ განსხვავებული, ამის გამო მის ოჯახს და მას თავზე გადაუარონ და ისეთი სიტყვებით მოიხსენიონ, როგორი სიტყვებითაც ისინი სოციალურ ქსელში ბოლო პერიოდის განმავლობაში იხსენებიედნენ ერთ-ერთ ჩვენს მეგობარს, თანამებრძოლს, რომელიც უდროოდ წავიდა ამ ქვეყნიდან.
ეს ე.წ. სინდისის პატიმრები ვინც იყვნენ, მაგათგან მოდიოდა და მე, ბატონო კახი, თქვენ როგორც პარტიის გენერალურ მდივანს, გთხოვთ, ჩვენი გუნდის სახელით იცოდეთ, რომ ის საქმე, რომელიც დაიწყეთ, პოლიტიკურად მათი განადგურების ნაწილში, იცოდეთ, რომ ჩვენ გიდგავართ გვერდით. ჩვენს უკან ძალიან ბევრი ადამიანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ის პოლიტიკური სარეველა, რომელიც ამ ქვეყანას ახრჩობს ბოლო პერიოდის განმავლობაში, ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა და დაისვენებს ეს ქვეყანა და ის განვითარება სხვადასხვა მიმართულებებით, რომელიც აქ ვახსენეთ, გაორმაგდება და გასამმაგდება.
იმედს ვიტოვებ, რომ ეს იქნება მიყვანილი ბოლომდე. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ პრინციპული პოზიციებისთვის, რომელსაც ბოლო პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვხედავთ. გვიგულეთ თქვენს გვერდით და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიცხოვრებთ ბევრად კარგ სახელმწიფოში მათ გარეშე.