ზაპოროჟიეში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა

რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ცენტრზე განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფიოდოროვმა განაცხადა.

“ექიმების ძალისხმევის მიუხედავად, საავადმყოფოში კიდევ ერთი დაჭრილი გარდაიცვალა”, – დაწერა ფიოდოროვმა ტელეგრამში.
10 დეკემბერს, დაახლოებით 15:00 საათზე, რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ზაპოროჟიეს ცენტრში. გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, დარტყმის შედეგად განადგურდა კერძო კლინიკის შენობა და მის გვერდით მდებარე კაფე, აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა დააზიანა მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები და ადგილობრივი მოსახლეობის ავტომობილები.

11 დეკემბერს ზაპოროჟიეს რაიონში გლოვა გამოცხადდა.
6 დეკემბერს ზაპოროჟიეზე რუსეთის იერიშის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა. დაიჭრა 26 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი, რომელთაგან ერთ-ერთი სამი თვისაა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს 10 დეკემბრის იერიშზე კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვი უარყოფს უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: გალაკტიონმა თავი რომ მოიკლა, 17 მარტი იყო და წესი არ აუგეს.. პატრიარქმა გალაკტიონს აუგო წესი, კაცს, რომელმაც თავი მოიკლა, პატრიარქმა წესი აუგო. …პატრიარქმა წესი აუგო და თავადაც 17 მარტს მიიცვალა

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას