ზაპოროჟიეში კოლონია დაიბომბა

მსხვერპლი მოჰყვა ს ჯარების მიერ უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეს რაიონში მდებარე სასჯელაღსრულების დაწესებულების, გამოსასწორებელი კოლონიის დაბომბვას. ამის შესახებ 29 ივლისს, დილით იუწყება საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ივან ფიოდოროვი.
დილის ცხრა საათისთვის ცნობილია, რომ დაიღუპა 16 და დაიჭრა 35 ადამიანი. ფიოდოროვის წინასწარი მონაცემებით, კოლონიის შენობებს, რომლებიც დანგრეულია, საავიაციო ბომბებით დაარტყეს.
დაზიანებულია ახლომდებარე სახლები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ