ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი – რუსების დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა

რუსების მიერ ზაპოროჟიეზე დარტყმის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
ივან ფედოროვის ცნობით, ღამით რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე რაკეტებითა და დრონებით განხორციელებული იერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.
ფედოროვის განცხადებით, დაშავებულთა რიცხვი 17-ს აღწევს, მათ შორის, 6 ბავშვია.
ს დარტყმების შედეგად, ზაპოროჟიეში საერთო საცხოვრებლის რამდენიმე სართული განადგურდა. ასევე, რამდენიმე საცხოვრებელი შენობა დაზიანდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნატო-ში აშშ-ის ელჩი – უცნობია, რუსეთის პრეზიდენტის რეზიდენციაზე თავდასხმა ნამდვილად მოხდა თუ არა – შეუფერებლად მიმაჩნია, როცა სამშვიდობო შეთანხმებასთან ასე ახლოს ხარ, მსგავსი წინდაუხედავი რაღაც გააკეთო

შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტმა უცხო ქვეყნების, მათ შორის თურქეთის, ეგვიპტის, აზერბაიჯანისა და იორდანიის 31 მოქალაქე დააკავა – დაკავებულთაგან 13 პირი მკვლელობის, არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სხვა დანაშაულებისთვის იძებნებოდა