ზაპოროჟიეს ოლქში რუსეთის იერიშის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 11

29 ივნისის საღამოს, ში, ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ვოლნიანსკზე ს მორიგი თავდასხმის შედეგად დაშავდა 11 და დაიღუპა შვიდი ადამიანი, დაღუპულთა შორის ორი ბავშვია.
მომხდარის შესახებ ინფორმაციას თავის ტელეგრამ არხზე, ზაპოროჟიეს რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე, ივან ფედოროვი ავრცელებს.
ფედოროვის თქმით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, მაღაზიები და საცხოვრებელი კორპუსები. მისივე ცნობით, რუსეთმა იერიში განახორციელა შაბათს საღამოს ქალაქის ცენტრში, “სადაც ხალხი თავისუფალ დროს ატარებდა, ყოველგვარი სამხედრო ინფრასტრუქტურის გარეშე”.