ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა

ს მიერ კონტროლირებადი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინელი სამხედროები ქარხანას დრონებით დაესხნენ თავს, მათ შორის დარტყმა განახორციელეს ქარხნის მეექვსე ენერგობლოკის გუმბათზე.

ქარხნის ხელმძღვანელობის განცხადებით, დარტყმას კრიტიკული დაზიანება, ან მსხვერპლი არ მოჰყოლია და რადიაციის დონე ნორმალური იყო. თუმცა რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა ბირთვულმა სააგენტო Rosatom-მ განაცხადა, რომ დრონებით თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიჭრა.

გაეროს ატომური კონტროლის სააგენტოს ხელმძღვანელმა რაფაელ მარიანო გროსიმ ასეთი თავდასხმების რისკების შესახებ სოციალურ ქსელში ისაუბრა.

„მოგიწოდებთ, თავი შეიკავოთ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 5 პრინციპს ეწინააღმდეგება და ბირთვულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის“, – განაცხადა მან სოციალურ ქსელ X-ში.

თავის მხრივ, უკრაინულმა მხარემ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუს დამპყრობლებს დააკისრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა ისაუბრა.

მისი თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე შეიარაღებულ პროვოკაციებში ჩართული არ არის.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 2022 წლის მარტიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების სრული კონტროლის ქვეშ იმყოფება.

ასევე დაგაინტერესებთ