ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად ისევ სროლა იყო

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს(IAEA) წარმომადგენლებმა, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე სიტუაციის მონიტორინგისთვის იმყოფებიან, სადგურის მახლობლად დააფიქსირეს საარტილერიო ცეცხლი და შავი კვამლი სამ ადგილზე.
სააგენტოს ინფორმაციით, 16 სექტემბერს რამდენიმე საარტილერიო ჭურვი დაეცა ატომური ელექტროსადგურის პერიმეტრს მიღმა მდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დაახლოებით 400 მეტრითაა დაშორებული დიზელის საწვავის საწყობიდან.
ინსპექტორებმა უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო ვერ შეძლეს ინციდენტის რაიონის დათვალიერება და ამას დღეს, 17 სექტემბერსაც შეეცდებიან.
ატომური ენერგიის საეთაშორისო სააგენტოს დირექტორ რაფაელ მარიანო გროსის განცხადებით, ინციდენტი ადასტურებს, რომ ბირთვული უსაფრთხოება მუდმივი რისკის წინაშეა. გროსის თქმით, ამ საშინელი ომის დროს მსხვილი ბირთვული ობიექტების მახლობლად საბრძოლო მოქმედებები ჩვეულ მოვლენად იქცა, რაც ადრე პრაქტიკულად, წარმოუდგენელი იყო.
გროსიმ მხარეებს ისევ მოუწოდა, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ატომური ელექტროსადგურების მახლობლად საომარი მოქმედებებისგან.
უკრაინის ზაპოროჟიეს ოლქის ის ნაწილი, სადაც ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, ს მიერ ოკუპირებულია 2022 წლის მარტიდან.
სადგურს ს მიერ დანიშნული ადმინისტრაცია მართავს. მონიტორინგის მიზნით ტერიტორიაზე იმყოფება ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რამდენიმე ექსპერტი.
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მახლობლად დაფიქსირებულია საფრთხის შემცველი არაერთი ინციდენტი. და რუსეთი მსგავსი ინციდენტების გამო ერთმანეთს ადანაშაულებენ.
ფორუმი