ზაპოროჟიეზე რუსეთის თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 8 წლის ბიჭი

ზაპოროჟიეს რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ივან ფედოროვმა განაცხადა, რომ რეგიონის ცენტრზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად ორ ადამიანი – 38 წლის ქალი და 8 წლის ბიჭი დაიღუპა.
“დაშავებულია კიდევ ორი, მათ შორის 12 წლის გოგონა. ბავშვი ახლა რეანიმაციაშია”, – წერს ფედროვი ტელეგრამის არხზე.
მისივე თქმით, დაშავებულია 43 წლის კაცი, ხოლო შენობა ნაწილობრივ დაინგრა.
“აფეთქების ტალღამ და ნამსხვრევებმა მიმდებარე მრავალსართულიანი შენობები დააზიანა”, – წერს ადმინისტრაციის უფროსი.
ფედოროვი არ აკონკრეტებს რა ტიპის შენობაზეა საუბარი.
მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ გასული 24 საათის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა 313 დარტყმა მიაყენეს ზაპოროჟიეს ოლქის 11 დასახლებულ პუნქტს და დაფიქსირდა 38 ცნობა საცხოვრებელი კორპუსებისა და ინფრასტრუქტურის განადგურების შესახებ.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)