ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოში ევროპიდან 2000-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და ოფიციალური პირი მოიყრის თავს

2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მოლოდინი თანდათან იზრდება.
ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის საქართველოში ევროპიდან 2000-მდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი და ოფიციალური პირი მოიყრის თავს.
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს თბილისი, ბათიუმი და ბაკურიანი უმასპინძლებს.
2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე სპორტის 8 სახეობა იქნება წარმოდგენილი:
· ბიატლონი
· თხილამურებით რბოლა
· სამთო-სათხილამურო (ალპური) სრიალი
· სნოუბორდინგი
· სრიალი თავისუფალი სტილით (ფრისტაილი)
· ფიგურული ციგურაობა
· ციგურებით რბოლა (შორტ ტრეკი)
· ყინულის ჰოკეი
EYOF არის ტოპ ევროპული მრავალსპორტული ღონისძიება, რომელიც გამიზნულია 14-იდან 18 წლამდე ახალგაზრდა სპორტსმენებისთვის. ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 1993 წლიდან იღებს სათავეს.

ასევე დაგაინტერესებთ