ზამთარი უკრაინაში, ბოლო სამი წლის განმავლობაში, ყველაზე მძიმე იქნება. ამიტომ, „უკრენერგო“ რამდენიმე შესაძლო სცენარისთვის ემზადება.
ამის შესახებ „უკრენერგოს“ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსეი ბრეხტმა უკრაინის საზოგადოებრივი მაუწყებლის (Suspilne) ერთ-ერთ გადაცემაში გამოსვლისას განაცხადა.
„არსებობს სამი ვარიანტი. მათ შორის ყველაზე უარესია ინფრასტრუქტურის, ელექტროგადამცემი ქსელის, გენერაციის ობიექტების და ა.შ. მასიური დაბომბვის გაგრძელება“, – აღნიშნა ბრეხტმა.
მან ასევე გაიხსენა, რომ რუსული დაბომბვის გამო, უკრაინამ გაზაფხულზე 9 გიგავატი სიმძლავრე დაკარგა, რაც ნიდერლანდების მიერ ელექტროენერგიის ზაფხულის მოხმარებას ან უკრაინის მიერ ზაფხულში ელექტროენერგიის ღამით მოხმარებას უტოლდება.
ბრეხტის თქმით, ეს არის „მნიშვნელოვანი დანაკარგი“, თუმცა, „უკრენერგოს“ ამ სიმძლავრეების აღდგენის გეგმა გააჩნია.
წლევანდელი ზამთრისთვის ყველაზე ცუდი სცენარია გენერაციის ობიექტებზე რუსეთის მასიური თავდასხმების გაგრძელება.
„ამ სცენარის და ელექტროენერგიის იმპორტის დღევანდელ დონის შენარჩუნების შემთხვევაში, შეიძლება მოგვიწიოს ელექტროენერგიის შეზღუდვა კრიტიკულ, ცივ დღეებში, გათიშვის ორრაუნდიანი გრაფიკის (ანუ არაუმეტეს 8 საათის განმავლობაში) შემუშავება. მეტი არაფერი“, – აღნიშნა ბრეხტმა.
წყარო: 1 არხი