ზალუჟნი თანამედროვე ომის ახალ სტრატეგიასა და გარდამტეხ ფაქტორებზე

ეს სტატია უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, მ, CNN-ზე გამოაქვეყნა. „ნეტგაზეთი“ მის თარგმანს გთავაზობთ.
მეორე მსოფლიო ომი თითქმის 80 წლის წინ დასრულდა, მაგრამ ამ ომის მემკვიდრეობა დღესაც განსაზღვრავს ომებზე სტრატეგიულ ხედვას. რაც არ უნდა შთამბეჭდავი იყოს პროგრესი ავიაციის, რაკეტების თუ სხვა სფეროებში, გამარჯვების კონცეფცია იგივეა: გაანადგურე მტერი და დაიპყარი/გაათავისუფლე ტერიტორია.
არადა, ყოველი ომი უნიკალურია. მე თუ მკითხავთ, სარდლისთვის არფერია იმაზე დიდი გამოწვევა, ვიდრე იმის გაგება, თუ როგორ განსხვავდება და რა განსაზღვრავს თითოეული ომის ხასიათს.
პირველი ფაქტორი ტექნოლოგიური პროგრესია, რომელიც განსაზღვრავს შეიარაღებისა და აღჭურვილობის წარმოებას. მეორე – პოლიტიკური პირობები შინ და გარეთ, ეკონომიკური გარემო… გამარჯვება საჭიროებს უნიკალურ სტრატეგიას და ექვემდებარება უნიკალურ ლოგიკას.
კარგადაა ცნობილი, რომ ამ ომის ცენტრალური მამოძრავებელი უეკიპაჟო სისტემების განვითარებაა. ისინი ვრცელდება გასაოცარი სიჩქარით, მათი გამოყენების მასშტაბი სულ უფრო იზრდება. მნიშვნელოვანია, რომ უეკიპაჟო სისტემები, როგორიც დრონებია, ასევე, განვითარებული შეიარაღების სხვა სახეობები, ს საშუალებას აძლევს, თავიდან აიცილოს პოზიციური ომი, რომელშიც უპირატესობა არ გვაქვს.
მართალია, ასეთი ტენქოლოგიების ფლობა მნიშვნელოვანია, ეს არაა ერთადერთი ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიაზე. უნდა მივეჩვიოთ, რომ ჩვენი საკვანძო მოკავშირეების სამხედრო მხარდაჭერა შემცირდება. ჩვენი პარტნიორების რაკეტებისა და სხვა შეიარაღების მარაგები იწურება. ამის მიზეზია როგორც ომის ინტენსიურობა, ასევე ტყვია-წამლის გლობალური დეფიციტი.
ამასთან ერთად, ხედავს, რომ მოვლენებმა ახლო აღმოსავლეთში გადაიტანეს საერთაშორისო ყურადღება, შესაბამისად, ის შეეცდება კონფლიქტების პროვოცირებას მსოფლიოს სხვა წერტილებში. საერთაშორისო სანქციების რეჟიმის სისუსტე ნიშნავს, რომ რუსეთს, სხვებთან ერთად, კვლავაც შეუძლია თავისი სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის გამოყენება და ჩვენთან გამოფიტვის ომის წარმოება.
უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ მოწინააღმდეგეს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს ადამიანური რესურსების მობილიზებაში. უნდა გავაცნობიეროთ, როგორ ედრება ეს უკრაინის სახელმწიფო უწყებების შესაძლებლობების არქონას, მეტი ხალხი მოიზიდოს ჩვენს შეიარაღებულ ძალებში ისე, რომ არ მიმართოს არაპოპულარულ ზომებს.
დაბოლოს, ჩვენს ქვეყანაში მარეგულირებელი კანონმდებლობის ხარვეზების და თავდაცვითი ინდუსტრიის ნაწილობრივი მონოპოლიზაციის გამო, პრობლემები გვაქვს თუნდაც ტყვია-წამლის წარმოებაში. ეს კი აღრმავებს უკრაინის დამოკიდებულებას მოკავშირეთა დახმარებაზე. ჩვენი საბრძოლო გამოცდილება, განსაკუთრებით 2022-დან, უნიკალურია, მაგრამ გამარჯვებისთვის მუდამ უნდა ვპოულობდეთ ახალ გზას მტერზე უპირატესობის მოსაპოვებლად.
ალბათ, ნომერ პირველი პრიორიტეტი არის შედარებით იაფი, თანამედროვე და ეფექტიანი უეკიპაჟო ავტომობილების და სხვა ტექნოლოგიების მთელი არსენალი. ასეთი რაღაცები საშუალებას იძლევა, სიტუაციას დავაკვირდეთ რეალურ დროში, ღამით თუ დღისით, ყველანაირ ამინდში. თუმცა, ამასთან ერთად, ისინი საშუალებას გვაძლევს, ცეცხლის მიმართულება ნებისმიერ დროს შევცვალოთ, არ დავპაუზდეთ, დავბომბოთ მტრის პოზიციები მაღალი სიზუსტის დარტყმებით, ფრონტზეც და ზურგშიც. მოკლედ რომ გითხრათ, ეს არის საბრძოლო ოპერაციების გადააზრება და ძველ, სტერეოტიპულ აზროვნებაზე უარის თქმა.
ახალი ოპერაციები კი მოიცავს რადიო-ელექტრონულ კონტროლს, კომბინირებულ ოპერაციებს დრონებითა და კიბერ-აქტივებით. მათი ჩატარება მოხდება ერთი კონცეფციისა და გეგმის ფარგლებში. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მიზანი მხოლოდ ბრძოლა როდი იქნება. მიზანი შეიძლება იყოს მტრის ეკონომიკური დასუსტება, მისი იზოლაცია, დაღლა, ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ამავე დროს, ამ ეტაპზე პრიორიტეტი ბრძოლის ველზე ვითარების გამოსწორებაა. სწორედ აქ ტექნოლოგია ბევრად სჯობს ტრადიციას. ტექნოლოგიების დისტანციური კონტროლი ნიშნავს, რომ ნაკლები ჯარისკაცი იქნება საფრთხეში და დანაკარგები შემცირდება. ნიშნავს, რომ შემცირდება დამოკიდებულება მძიმე ტენქიკაზე. ეს ასევე ნიშნავს, რომ გაჩნდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ და საკომუნიკაციო ობიექტებზე დარტყმების განხორციელების საშუალება, თანაც, ძვირიანი რაკეტების ან თვითმფრინავების გარეშე.
მეტი უპირატესობა დროის განმავლობაში გახდება ცნობილი, მაგრამ მტერიც, რა თქმა უნდა, შეეცდება, გამონახოს გზები ამგვარი შეტევებისგან თავდაცვისთვის. ასე რომ, ჩვენც დაგვჭირდება მუდმივი გაუმჯობესება და მტრის მიერ ამავე ტენქოლოგიების გამოყენებისთვის კონტრზომების მიღება.
გამოწვევა, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალების წინაშე დგას, ტექნოლოგიური შეიარაღების სახელმწიფო სისტემის შექმნაა. ვფიქრობთ, ამის გაკეთება ხუთ თვეშია შესაძლებელი. ამავე აზრზე არიან ჩვენი პარტნიორები.
რომ შევაჯამო, 2024-ში ყურადღება სამ რამეზე უნდა გავამახვილოთ:
· შეიარაღებული ძალების მაღალტექნოლოგიური საშუალებებით მომარაგების სისტემის შექმნა;
· საბრძოლო მოქმედებების ჩატარებისა და მომზადების ახალი ფილოსოფიის დანერგვა, რომელიც გაითვალისწინებს შეზღუდულ შესაძლებლობებს, ისევე როგორც მათი გამოქვეყნების შეზღუდვას;
· ახალი საბრძოლო შესაძლებლობების რაც შეიძლება სწრაფად ათვისება.
უკვე გვაქვს შესაძლებლობა, მტერს წინააღმდეგობა გავუწიოთ და სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება უზრუნველვყოთ. ჩვენი მიზანი უნდა იყოს მომენტის გამოყენება – საბრძოლო შესაძლებლობების მაქსიმალური დაგროვება, რაც საშუალება მოგვცემს, ნაკლები რესურსით მტერი მაქსიმალურად დავაზიანოთ, შევწყვიტოთ მისი აგრესია და დავიცვათ უკრაინა მომავალში.