ზალუჟნი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა

უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდალი დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩად დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო უწყება ავრცელებს.
8 თებერვალს ვლადიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი გაათავისუფლა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტიდან, რომელიც მას 2021 წლიდან ეკავა. მთავარსარდლის ადგილი ალექსანდრე სირსკიმ დაიკავა, რომელიც მანამდე უკრაინის სახმელეთო ძალებს მეთაურობდა.
მოგვიანებით, პრეზიდენტმა ვალერი ზალუჟნის უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა.
როგორც არაერთი საერთაშორისო მედია წერდა, ზალუჟნის გათავისუფლების მიზეზი პრეზიდენტთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოება იყო.
ზელენსკის ოფისთან დაახლოებულმა წყარომ მაშინ თქვა, რომ ზელენსკი და ზალუჟნი ვერ თანხმდებოდნენ ახალ სამხედრო მობილიზაციასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა ზალუჟნის წინადადებას 500 000 ახალი ჯარისკაცის მობილიზაციასთან დაკავშირებით. როგორც წყაროები ამბობდნენ, ზელენსკის მიაჩნდა, რომ შეიარაღებულ ძალებში საკმარისი შემადგნელობაა, რომელთა გამოყენებაც უფრო ეფექტურად შეიძლებოდა.

ასევე დაგაინტერესებთ

მედია: აშშ-ში განიხილება “Megobari” აქტი, რომელიც რუსული კანონის გაუქმების შემთხვევაში, საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემსუბუქებას, შეღავათიან სავაჭრო პირობებსა და გაუმჯობესებულ სამხედრო მხარდაჭერას ითვალისწინებს