ზაკ მირიანაშვილი: უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს. ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ

ჟურნალისტი ზაკ მირიანაშვილი:

ალბათ ერთი 20 წლის წინანდელი ვიდეოა ქალი რომ ხვდება სოფელში და უწმინდესი ჯვარს სჩუქნის… – ეს ქალი გაჭირვებას უმალავს კათოლიკოსს, უმალავს კი არა, არ უნდა დაამძიმოს მისი სიღარიბით… არა, არ გვიჭირს ძალიანო. ახლა მარტოობაზე მიდგება ჯერი და არაო… უწმინდესო კი მარტო ვარ, მაგრამ ჩიტებს ველაპარაკებიო. ჩიტებს? ესმის ჩიტებს… ეტყვის პატრიარქი და გაუღიმებს.
ეს ვიდეოა ჩემთვის იმ ეპოქის დასურათება, რომელშიც ვიცხოვრეთ. ვერც ერთი რეჟისორი და ვერც ერთი ავტორი ვერ დადგამდა ამ სცენას. ასე ბუნებრივად უნდა ეთქვა – ჩიტებს?! ესმის ჩიტებს და გაეღიმა… მინდა ეს სულ მახსოვდეს.

 

ასევე დაგაინტერესებთ

შვედეთის საელჩო – ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ საქართველოს სულიერი მამის გარდაცვალების გამო – მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი