ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი ნიკა გვარამიას „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება

„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მფლობელის, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელი ამავე ტელევიზიის ყოფილ მფლობელს, ოპოზიციონერ პოლიტიკოს ს „კანონის წინაშე პასუხისგებით“ ემუქრება. გიორგი ქურდაძე გავრცელებულ განცხადებაში ასახელებს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ საც.
„ნიკა გვარამიამ და ყოფილმა პარლამენტარმა კობა ნაყოფიამ, რომლებიც არაფორმალურად მართავენ „მთავარ არხს“, ორი კვირის წინ, კიდევ ერთხელ დააზარალეს „მთავარი არხი“ და მიიტაცეს „მთავარი არხის“ სარეკლამო გაყიდვების შედეგად კომპანია „ნიუ სეილსის“ ანგარიშზე აკუმულირებული 4 მილიონამდე ლარის თანხა. სარეკლამო კომპანია „ნიუ სეილსი“ ა.წ. 6 მარტს სიმბოლურ ფასად გაიყიდა ნიკა გვარამიასა და კობა ნაყოფიას მოფიქრებული თაღლითური სქემით“, – წერია ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენლის, „მთავარი არხის“ თანადირექტორის, გიორგი ქურდაძის განცხადებაში.
მისი თქმით, მათ „მიზანმიმართულად დააზარალეს“ ტელევიზია, მისი ერთ-ერთი მფლობელი ზაზა ოქუაშვილი, მაყურებელი და თანამშრომლები:
„ყველა ზემოთ დასახელებულ პირს მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება თავიანთ დანაშაულებრივ ქმედებებზე“.
პარტიამ „კოალიცია ცვლილებისთვის“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ს მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა მიიღო დანარჩენ ოპოზიციურ პარტიებს შორის. ამ პარტიის ლიდერი ნიკა გვარამია არ გამორიცხავს, რომ ყოფილი პარტნიორის წარმომადგენლის მხრიდან გაჟღერებული ბრალდება „ქართულმა ოცნებამ“ მის წინააღმდეგ გამოიყენოს.
„ყველაფერს მოველი… ეს შეიძლება საფუძვლად გამოიყენოს „ქართულმა ოცნებამ“. ამიტომაც არის საეჭვო ამ ხალხის ასეთი აქტიურობა“, – უთხრა მან რადიო თავისუფლებას.
ნიკა გვარამია „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ერთხელ უკვე იყო საპატიმროში. მას 2022 წლის 16 მაისს 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ხელმძღვანელობის პერიოდში უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების საქმეზე. 2023 წლის 22 ივნისს ის მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
„მთავარი არხი“ შექმნილი ფინანსური კრიზის გამო აღარ მაუწყებლობს. 15 თებერვლიდან შეჩერდა ყველა ის პროგრამა, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, რამდენიმე კვირაში კი მაუწყებლობა შეწყდა.
„ყოველდღე დამატებით ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ აღარ გვაქვს ყოველდღიური ოპერირების სახსრები“, – ეწერა არხის მიერ 15 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში.
უფრო ადრე, 27 იანვარს, „მთავარმა არხმა“ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნავდა, რომ არხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი „გეგმაზომიერად მიყვება რუსული რეჟიმისთვის დამახასიათებელ გზას“ და ეტაპობრივად ხურავდა არხს.
დაახლოებით ერთი თვით ადრე, 2024 წლის 25 დეკემბერს, ზაზა ოქუაშვილის წარმომადგენელმა მოქმედი გენერალური დირექტორის გადაყენებაც მოითხოვა. გიორგი ქურდაძემ წერილს დაურთო გიორგი გაბუნიას მიმოწერა არხის დამფუძნებლებთან, რომელშიც ის აღნიშნავს, რომ „იძულებული ვარ, მივიღო თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება“. მოთხოვნა რეესტრმა არ დააკმაყოფილა, რადგან კანონით გათვალისწინებული წესის მიხედვით არ იყო წარდგენილი.