ზაზა ვაშაყმაძემ სომხურ ეკლესიას შობა და ნათლისღება მიულოცა

რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძემ სომხურ ეკლესიას შობა და ნათლისღება მიულოცა.
ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.
მათივე ცნობით, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტესშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს.
„დღეს, 6 იანვარს, სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს შობასა და ნათლისღებას ერთად აღნიშნავს. შობა უდიდესი ქრისტიანული დღესასწაულია, რომელმაც სამყარო შეცვალა. უფლის ნათლისღება კი, ახალი აღთქმის თანახმად, იოანე ნათლისმცემლის მიერ მდინარე იორდანეში იესო ქრისტეს მონათვლას უკავშირდება. სადღესასწაულო მსახურებას, რომელიც თბილისის სუბ გევორქის ტაძარში შედგა, სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი უძღვებოდა. ტრადიციისამებრ, შესრულდა წყალკურთხევა. დღესასწაულის მისალოცად სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიას ეწვივნენ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე, სტრატეგიული კვლევის, ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე, სამართლებრივი უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი დავით დავითაშვილი და იურისტი ალექსანდრე შეყილაძე. რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ულოცავს საქართველოს სომეხ მოქალაქეებს ქრისტესშობასა და ნათლისღებას, მშვიდობას და კეთილდღეობას უსურვებს მათ“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის