ზაზა ბიბილაშვილი: 2004 წლამდე აჭარაში რუსეთის უშიშროების გენერლის, ასლან აბაშიძის დიქტატურა მძვინვარებდა. ასლან აბაშიძე ფაქტობრივად არ აღიარებდა თბილისის ხელისუფლებას და …

,,ჭავჭავაძის ცენტრის” თანადამფუძნებელი, :
“2004 წლის მაისში აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნაციონალური მოძრაობის დიქტატის დამყარების შემდეგ, სააკაშვილი ხშირად იმეორებდა სიტყვებს ‘შემდეგი ცხინვალია’.”
ეს საქართველოს მტრის, ს სიტყვებია. ახლა ვნახოთ, სინამდვილეში რა და როგორ იყო:
სინამდვილეში, 2004 წლამდე აჭარაში ს უშიშროების გენერლის, ასლან აბაშიძის დიქტატურა მძვინვარებდა.
ასლან აბაშიძე ფაქტობრივად არ აღიარებდა თბილისის ხელისუფლებას და არც ერთხელ არ ჩამოსულა თბილისში თავისი მმართველობის პერიოდში. სამაგიეროდ, ხშირად დადიოდა მოსკოვში.
აჭარაში საქართველოს სხვა კუთრეებიდან თავისუფლად ვერ შეხვიდოდი – სამმაგი ბლოკ-საგუშაგო უნდა გაგევლო, თავისი “საბაჟოთი” და საპასპორტო კონტროლით. კარგად გაიაზრეთ ეს.
აბაშიძის პირობებში აჭარაში კანონი არ არსებობდა. მაგალითად, მას ჰყავდა პირადი პატიმარი, თენგიზ ასანიძე, რომელიც ევროსასამართლომ უდანაშაულოდ ცნო, მაგრამ აბაშიძე მას მაინც არ უშვებდა ციხიდან.
1991 წელს, ასლან აბაშიძემ პირადად, საკუთარ კაბინეტში მოკლა ეროვნული მოძრაობის გამორჩეული ლიდერი, ნოდარ იმნაძე, რითიც დაიწყო აჭარაში მისი 13-წლიანი ოჯახური დიქტატურა.
აჭარაში ფირმის რეგისტრაციასაც კი აბაშიძის თანხმობა სჭირდებოდა. 13 წელი იქ არაფერი გაკეთებულა – ყველა სტუმარს სამ საჩვენებელ ობიექტს ანახებდნენ: საბავშვო ბაღს, ჭადრაკის “სასახლეს” და ძაღლთსაშენს. გზები არ არსებობდა – ქობულეთიდან ბათუმამდე ჩასვლას 1 საათი სჭირდებოდა. მთიანი აჭარა გაუვალი იყო პრაქტიკულად.
პიაცა რომაა ახლა, მაგ ადგილას უსახური ბარაკების ფაველა იყო. რედისონის და შერატონის ადგილას ორი ჩამპალი სასტუმრო, “მედეა” და “კოლხეთი” იდგა – თავმოყვარე კაცი იქ ვერ გაჩერდებოდა, თუ აუცილებლობა არ იყო. შერატონის მშენებლობა რომ დაიწყო 2006 წელს, ქოცი ათუხთუხდა – სააკაშვილის აკვიატებაა, ამხელა სასტუმრო წვიმიან ბათუმში მთელი წელი რამ უნდა ამუშაოს, თუ მთავრობის ხარჯზე მის შევსებას არ შეპირდა მესაკუთრესო. ერთ(!) სასტუმროზეა საუბარი! სხვა კარგი სასტუმრო მაშინ იქ არ იყო.
2004 წლის მაისში, გიორგობა დღეს, ასლან აბაშიძის რეჟიმი სახალხო რევოლუციით დაემხო. ასლანი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანოვმა წაიყვანა მოსკოვში, რის მერეც აჭარამ ამოისუნთქა.
რევოლუციის შემდეგ მოხდა ის, რასაც შემდგომში ეწოდა “ს სასწაული”. რევოლუციამ გადახა შესაძლებელი ის, რომ დღეს ყველა ბათუმისკენ ილტვის. მანამდე ბათუმში ბინის ყიდვა არავის უნდოდა (ლამის ყველა წვიმის მერე კანალიზაცია ამოიდიოდა ქუჩებში, ახალი ბულვარი სადაცაა, იქ ჭაობი იყო).
ხოდა, ეს ჭუჭყი, ღალატის კომისიის სახელით, რუსულ დიქტატურას, უუფლებობას, უკანონობას, საყოველთაო გაჭირვების ხანას, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგის არაღიარებას მისტირის და ახალ აჭარას, რომელსაც ახლა ქოცები მიმდგარან და ხრავენ, “ნაციონალური მოძრაობის დიქტატს” ეძახის.
და ამ ყველაფრის გაკეთება სააკაშვილს ცხინვალშიც უნდოდა, ასეთი “შემაშფოთებელი” მოსაზრებები ჰქონდაო.
ამას ნორმალური ადამიანი ვერ მოიფიქრებს. ასეთი გარყვნილი, ასეთი ბინძური ტვინიც არ არსებობს. ქართველი ამას ვერ იზამს.
საქართველოს უახლესი ისტორიის თავდაყირა დაყენება მოსკოვში დაწერილი სცენარია, რომელსაც მოღალატეები ასრულებენ.
ისტორიისთვის ბრძოლა ჩვენი აწმყოსთვის და მომავლისთვის ბრძოლის საკვანძო ნაწილია. ეს ბრძოლა გვაქვს მოსაგები. ადვილია, მხოლოდ ნებაა საჭირო. და იმის დანახვა, მეორე მხარეს რა ძალები და ინტერესებია.