ზაზა ბიბილაშვილი: შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო, ამათზეა ნათქვამი. ამასობაში კი რუსეთმა ლამის ბოლომდე წაიღო საქართველო

“განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის იმ ორ თუ სამ საელჩოს, რომლებმაც საქმე აქამდე მიიყვანეს ქოცისთვის წითელი ხალიჩის დაგებით, ფაქტებისა და საღი აზრის იგნორირებით (როცა ყველაფერი რუსულ კვალზე მიუთითებდა), ქოცი სტაფერებისგან ლანჩზე ჩაწვეთებული აზრებისა და განწყობების დედაქალაქებში გაგზავნითა და სახელმწიფო პოლიტიკად ქცევით, “რუსული ოცნების” წევრებთან ოჯახურ ფორმატში მეგობრობით, გაგანია გეოპოლიტიკური ომის დროს უხეირო ქართულით ლექსების კითხვით (გეგონება ველურები ვართ და ჩვენს ენაზე რომ დაგველაპარაკებიან, ამაზე უნდა ვსველდებოდეთ), არარსებული “მესამე ძალებისა” და სალონური პოლიტიკოსების მიმართ ილუზიების კულტივირებით (“ნუ იქნება ოღონდ ნაცი!”), “ოცნების” რუსულობისა და ივანიშვილის გაცხადებული ავტორიტარული გეგმების პრინციპული არდაჯერებით, “მართლმსაჯულების რეფორმის ტალღებად” ცნობილი სატყუარას დიდი კოვზით მირთმევით და, რაც მთავარია, ყველა იმ პოლიტიკოსის მიზანმიმართული ჩაძირვით, რომლებიც შეულამაზებლად ლაპარაკობდნენ დღეს უკვე ბანალობად ქცეულ სიმართლეს. ის, რომ ეს ყველაფერი მათვე მიუბრუნდათ, არანაირი ნუგეში არაა თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველებისთვის, რადგან ადამიანები, რომლებიც ამ პრაგმატულად დამღუპველ პოლიტიკას ატარებდნენ, დღეს ისევ გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე არიან, თან – საკუთარი შეცდომების გაუაზრებლად (ბევრი ისევ “ნუ იქნება ოღონდ ნაცი” მარაზმში იხარშება). შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდესო, ამათზეა ნათქვამი. ამასობაში კი რუსეთმა ლამის ბოლომდე წაიღო საქართველო,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, .