ზაზა ბიბილაშვილი – „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად მცოცავი ოკუპაცია, გიგა ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტური და სოხუმის აეროპორტის გახსნა მივიღეთ – ის მარტო წინა 9-წლიანი მმართველობის დანატოვარს კი არა, შევარდნაძის დროინდელ მიღწევებსაც ანადგურებს

სოხუმის აეროპორტი შევარდნაძის დროს დაიხურა და „ოცნებამ“ „მიაღწია“ იმას, რომ მისი მმართველობის დროს სოხუმის აეროპორტი გაიხსნა. ეჭვია, რომ „ქართული ოცნების“ თანხმობის გარეშე აფხაზეთსა და რუსეთს შორის ფრენები ვერ აღდგებოდა,- ამის შესახებ „ჭავჭავაძის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ზაზა ბიბილაშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა, „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც სოხუმის აეროპორტსა და რუსეთს შორის ფრენების აღდგენას გამოეხმაურა.
მისი შეფასებით, „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგად საქართველომ „მცოცავი ოკუპაცია, გიგა ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტური და სოხუმის აეროპორტის გახსნა მიიღო“.
„სოხუმის აეროპორტი შევარდნაძის დროს დაიხურა და „ოცნებამ“ მიაღწია იმას, რომ მისი მმართველობის დროს ეს აეროპორტი გაიხსნა. 13 წლის წინ იმით მოვიდნენ ხელისუფლებაში, რომ რუსეთს მწვანილზე უნდა ვესაუბროთ აბაშიძე-კარასინის ფორმატშიო და სანაცვლოდ რაღაც დივიდენდებს მივიღებთ და წინ წავიწევთო. შედეგად კი – მცოცავი ოკუპაცია, გიგა ოთხოზორია, ტატუნაშვილი, გინტური და სოხუმის აეროპორტის გახსნა მივიღეთ და ამ დროს სუს-ი ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც დასავლეთი მტრად არის წარმოჩენილი, ახალგაზრდულ ბანკებს მართავსო. სუს-ისთვის პრობლემა არ არის. ვიღაცას რომ იტაცებენ, რას აკეთებენ? განცხადებას ავრცელებს და ცხელ ხაზს ააქტიურებს. პრესცენტრია თუ სუს-ი? სახელმწიფოს უშიშროება მორღვეულია, რადგან ერთი ოჯახის კეთილდღეობასა და სიმშვიდეს ემსახურება და ერთი კონკრეტული სახელმწიფოს, ოღონდ არა საქართველოს, გეოპოლიტიკურ მიზნების გამყარებას საქართველოში. ეჭვია, რომ „ქართული ოცნების“ თანხმობის გარეშე ეს ფრენები ვერ აღდგებოდა, ჩვენ არ გვიხილავს, ამ მიმართულებით „ოცნების“ ქმედითი ნაბიჯი“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
რაც შეეხება სხვა საკითხებს, ზაზა ბიბილაშვილმა ევროპის სახალხო პარტიის მიერ მიღებულ რეზოლუციაც შეაფასა, რომელშიც საუბარი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირების გათავისუფლებას, რეპრესიების დასრულებასა და ახალი ს ჩატარებას ეხება. მისი შეფასებით, ევროპულ სტრუქტურებში განწყობები გროვდება, რომელიც საბოლოოდ, ერთიან პოზიციად ჩამოყალიბდება.
„ქართული ოცნება“ იტყვის, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ „კოლექტიური ნაციონალური მოძრაობაა“, რომ ჩვენი პარტნიორები არიან „ევროპელი სოციალისტები“, საიდანაც პანჩურით გამოაგდეს და თქვეს, რომ თავად გადავწყვიტეთ წამოსვლაო. ანალოგიური ვითარებაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. „ოცნება“ მარტო წინა 9-წლიანი მმართველობის დანატოვარს კი არა, არამედ შევარდნაძის დროინდელ მიღწევებსაც ანადგურებს. რუსულ დავალებას ასრულებენ. სამწუხაროდ, ეს რეზოლუცია პოლიტიკური განაცხადია და პოლიტიკური გადაწყვეტილებები პირდაპირ და დაუყოვნებლივ ვერ იქნება, მაგრამ განწყობები გროვდება, რომელიც შემდეგ საბოლოოდ, ერთიან პოზიციად ყალიბდება. „ოცნებას“ პოლიტიკურ და პოლიტიკური დნმ-ს შეცვლა სურს“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.
მისივე აზრით, „ქართულ ოცნებას“ სანქციების უნდა ეშინოდეს.
„სანქციები მუშაობს, მასთან გამკლავება ძნელია და დამატებითი სანქციები ურთულესი რეალობა იქნება, რომელსაც არ მგონია, რომ გაუმკლავდნენ, ამიტომ დიდ ფულსა და დროს ხარჯავენ, რათა დამატებითი სანქციები აღარ იყოს გამოყენებული. მაგრამ ეს წარმოუდგენელია, რადგან ისინი არაფერს ცვლიან. ს ფული საკმარისად აქვს, რომ დასახული ამოცანები შეასრულოს. ეს ადამიანი კაპიკებსაც ითვლის და ცოლის ნათესავი მშენებლობის დროს მოპარული თანხის გამო დააჭერინა, ანუ მისთვის ყველაფერი ფულია. მაგრამ არ მგონია, რომ სანქციებმა მას პოლიტიკური კურსიდან გადაახვევინოს, ივანიშვილი რუსული ჰიბრიდული ძალაა, რომელიც თავიდანვე რუსეთზე მიბმული პოლიტიკოსი იყო“,- განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.