“ყურადღებით გავეცანი ტრამპი-პუტინის სატელეფონო საუბრის ამერიკულ შეჯამებასაც და რუსულსაც.
რუსებს რა უნდათ, გასაგებია. ისიც ნათელია, როგორ მიდიან საკუთარი მიზნისკენ (ამას საშუალო ინტელექტის მეორეკურსელიც უნდა ხედავდეს).
აი, ამერიკას რა ხეირი ტრამპის კაპიტულანტური პოლიტიკით, რბილად რომ ვთქვათ, გაუგერია.
ნიშანდობლივია, რომ რუსეთი აგრძელებს ომს მთავარ(!) ფრონტზე და რიტორიკაში 1 მილიმეტრით არ იხევს უკან: არანაირი ეჭვი ან “მშვიდობის” ხათრით თვითცენზურა – მათ განცხადებაში ყველაფერი საუკეთესო რუსულ ტრადიციებშია: სიცრუეც, ცინიზმიც, უტიფრობაც…
თეთრი სახლის განცხადებაში კი იმდენი ფაქტობრივი და ლოგიკური ლაფსუსია, უხერხულიც კია ყველას ჩამოთვლა. საღი აზრის კრიზისიც აღარ ეთქმის ამას – საღი აზრის ეპოქის დასასრული უფროა.
ვერაგი, გამოცდილი რეციდივისტი რომ დებილ, მაჩო პრიმიტივს დააგოიმებს, ეგ სურათია.
რა ხოკეი, ბიჯო… რა ხოკეი?!?!?!?!?!?!?!?
მაგრამ ეგ არაფერი. გაუქმებული USAID-ი აქამდეც საკუთარ მტრებს, კაგებეშნიკ ნანა კაკაბაძეებს და ქოც ეკაბესელიებს, ედგა გვერდში (მარტო ვოუქ-იდიოტებს კი არა). ამ მხრივ, ამერიკის თვითდაზიანების რეჟიმში ყოფნა არახალია. მივიღოთ ეგ მოცემულობად და ჩვენს საქმეს მივხედოთ, მეგობრებთან ერთად (ამასობაში, ევროპაც ბრუნდება, ფრიდრიხ მერცის მზემ
). ხოდა… მე მაინც მჯერა, რომ:

გვიმღერნია – კიდეც ვიმღერთ – ჩვენს ტკბილ მრავალჟაიმიერსა!” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.