“2012 წელს საქართველო უკვე იმ დონეზე იყო განვითარებული, რომ ევროპული ტიპის მემარჯვენე-მემარცხენე საკითხებზე მიდიოდა დისკუსია: სოციალური თემები, გადასახადების ტარიფები, პირველი მაისის(!!!) აღნიშვნა-არაღნიშვნა… მანდ ვიყავით – მასლოუს პირამიდის ზედა ნაწილში. იმდენად, რომ თავში აგვივარდა – ოცდამეერთე საუკუნეში კრიმინალის და კორუფციის დამარცხება, ინფრასტრუქტურა და რუსის განდევნა ვიღას უკვირსო, გვეუბნებოდნენ… ჩვენც წავედით და ჩვენი პასტებით ამოვრეცხეთ ჩვენს ისტორიაში ყველაზე სამარცხვინო, ყველაზე გაუნათლებელი, ყველაზე ამორალური, ყველაზე მოღალატე არარაობების კასტა. ხოდა, დღეს რაღაც მემარცხენე მოძრაობის დაფუძნებას კი მივესალმებოდი, ამ მოძრაობის საკვანძო ნაწილი ამ ისტორიული დანაშაულის აქტიური მონაწილე რომ არ ყოფილიყო (“ლაბორატორია 1921” და “აუდიტორია 1937”) და ამ “მემარცხენე” მოძრაობის სინდისი ლევან ლორთქიფანიძე 2-3 წლის წინ კაგებეს რჩეული “მემარჯვენე” ვატო შაქარაშვილის პროპაგანდისტი რომ არ ყოფილიყო 

რაღაცა წმინდა ხომ არსებობს, ამის დედა ვატირე?! ქოცისთვის რომ არა, ვიცით – მაგრამ მათთვის, ვისაც მეხსიერების ოდნავი ჰიგიენა მოეთხოვება,” – წერს სოციალურ ქსელში ჭავჭავაძის ცენტრის დამფუძნებელი, ზაზა ბიბილაშვილი.
შეგახსენებთ, სხვადასხვა პროფესიის, გამოცდილებისა და ინტერესის მოქალაქეებმა 17 თებერვალს, ეგნატე ნინოშვილის დაბადების დღეს თბილისში, მის ძეგლთან დააფუძნეს „მოძრაობა სოციალური დემოკრატიისთვის“.
მოძრაობა უკვე 100-ზე მეტ ადამიანს აერთიანებს, მათ შორის არიან ნიკოლოზ წიქარიძე, ელენე ფასური, ვახუშტი მენაბდე, გოტა ჭანტურია, გიგა ბექაური, ლევან ლორთქიფანიძე, ალექსი ჩიღვინაძე, მაია ბარქაია, ია ერაძე, სოფო ვერძეული, ირა სილანტევა.
დამფუძნებლების თქმით, საქართველოს გადარჩენისა და განვითარების ერთადერთი სწორი გზა სოციალური დემოკრატიაა.