“ვხსნი: გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა – შიშველ ტანზე!” – რას წერს რობერტ სტურუა

34
რობერტ სტურუა, სოციალურ ქსელში, წერილს აქვეყნებს და მოჰყავს ფრაზა რუსთაველის პოემიდან – “გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”, სადაც ხსნის სიტყვა გაძცვრილს, თუმცა, გამოტოვებული აქვს სიტყვა – ემოსნეს – მნიშვნელობა.
ასეც ვიცოდი ნაცისტებს, ვითომ ქართველებს,
“ვეფხისტყაოსანი” არ წაუკითხავთ!
გთხოვთ, ნუ ბაძავთ, ძმებ ნაცებს, ყველა დიდ ქართველ გენიოსებს, მიწაში რომ დებენ, ბოღმით ამომხმარნი!!! იმათაც გამორჩათ, ისევე როგორც ძალიან წესიერ ქალწულებს დაავიწყდათ, დიდი რუსთაველის სტრიქონი, (შესაძლოა ქართულს კარგად არ ფლობენ!)
როცა ავთანდილი თინათინმა იხმო:
“გ ა ძ ც ვ რ ი ლ ს ა ტანსა ემოსნეს ყარყუმნი უსაპირონი!”
აკაკიმ თქვა, რომ – 1000 ქართველში ოთხს ან ხუთს თუ ექნება გადაკითხული “ვეფხისტყაოსანიო”!
დღეს როგორაა საქმე – სავსებით ნათელია! ძალიან აღელდნენ მარკიზ დე სადის მონაწილეები, და ძალზე წესიერი, უშვერ სიტყვათა ოსტატი ქალწულებმაგვარი პოლიტიკოსი ქალები (შემოსავალზე ფიქრობენ ალბათ!)! ვხსნი: “თინათინისაგან ავთანდილის გაგზავნა მის ყმის საძებრად”
127. პირველი სტრიქონი: ნოდარ ნათაძეს კომენტარი:
“გ ა ძ რ ც ვ ი ლ ს ა – შიშველ ტანზე!”
გთხოვთ, სანამ წინასწარ დაწერილ მორეცენზიო აზრებს დაბეჭდავთ სპექტაკლზე, მაინც გადაიკითხოთ უდიდესი პოეტის უდიდესი პოემა!!!

ასევე დაგაინტერესებთ

დათო ჟღენტის მამა დღეს დაკრძალეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ გუშინწინ დილით პენიტენციურ დაწესებულებას უკვე ჰქონდა პროკურორის თანხმობაც ციხიდან გაყვანაზე და ადვოკატის შესაბამისი მიმართვაც, პატიმარი მშობლის დაკრძალვაზე არ მიუყვანიათ