ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება – ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს

ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება – ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს
უკანასკნელი დღეების განმავლობაში ჩვენ ვხედავთ უკვე მშვიდობიანად მიმდინარე, ერთგვარად შეთხელებულ აქციებს, რომელიც გათავისუფლდა პოლიტიკური აქტორების მიერ მობილიზებული აგრესიული ჯგუფებისაგან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა, ბრიფინგზე განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, დემონსტრაციების მიმდინარეობის ამგვარი ცვლილება მისასალმებელია, თუმცა, ამავე დროს ვხედავთ ძალებს, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა და პოლიტიკის კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მისი განცხადებით, ამგვარი ძალები მტრობენ საქართველოს და ქართველ ხალხს.
„დემონსტრაციის ამგვარი ფერისცვალება მართლაც მისასალმებელია და ქვეყანაში მიმდინარე პროცესის პოლიტიკურ კალაპოტში დაბრუნებას ასახავს.
ამავე დროს, ჩვენ ვხედავთ იმ ძალებსაც, რომლებსაც არ სურთ საქართველოში მშვიდობა, სიწყნარე, სოლიდარობა და პოლიტიკის კანონის ფარგლებსა და კონსტიტუციურ ჩარჩოებში კეთება. მოურიდებლად მინდა განვაცხადო, ვინც დღეს ქვეყნის არდამშვიდებას და არეულობას ხელს უწყობს, მტრობს ჩვენს ქვეყანას და ქართველ ხალხს!“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკონომიკური ზრდა ნიშნავს კიდევ უფრო მეტად გაზრდილ ბიუჯეტს, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სოციალურ საჭიროებებსა და სოციალურ პროგრამებზე მეტი თანხების აკუმულირებას და ჩვენი მოქალაქეების უკეთეს სოციალურ უზრუნველყოფას

ვატო შაქარიშვილი: როგორ არ უნდა გესმოდეს ამ დღის შინაარსი, რომ გერმანიის ელჩს, 9 აპრილის მემორიალთან ტაშით შეეგებო. ეს იგივეა, რაც 37 წლის წინ, ნიჩბებით შეიარაღებულ საბჭოთა ჯარისკაცზე ტაშის დაკვრა, სამარცხვინოა, რასაც უკვე წლებია ყოველ 9 აპრილს რუსთაველზე ვუყურებთ – ეს უნდა დასრულდეს