ვხედავთ საქართველოს პრემიერს ჰამასის, ჰესბოლას და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით

“ლელოს” წევრი ფიქრია ჩიხრაძე პრემიერ-მინისტრის ირანში ვიზიტს ეხმაურება და ამბობს:
აშშ-ს მაღალ წარმომადგენლობას და სტრატეგიული თანამშრომლობის თაობაზე საერთოდ უარი განუცხადეს შეხვერდაზე და ამ დროს, ჩვენ ვხედავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ჰამასის, ჰესბოლას და რუსეთის წარმომადგენლების გვერდით. ეს, სამწუხაროდ, ერთგვარ ცივილიზაციურ არჩევანზე მიანიშნებს. ის, რაც საქართველოში ხდება, არის რუსული და ის, რა ნაბიჯებსაც დგამს საქართველოს ხელისუფლება და მისი ცალკეული წარმომადგენლები, მაღალჩინოსნები, ერთიან გეოპოლიტიკურ კონტექსტში იკითხება ანტიდასავლურ დემარშად, – ამბობს ფიქრია ჩიხრაძე.
საქართველოს პრემიერი ირანში ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის დაკრძალვაზე ჩავიდა. აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძის ირანში ვიზიტი ვიზიტი მოულოდნელად დაიგეგმა. ამასთან, ცნობილია, რომ დემოკრატიული სამყაროს არცერთი ლიდერი ირანში არ ჩასულა, თუმცა თეირანში იყვნენ რუსი მაღალჩინოსნები. რუსული და ქართული სამთავრობო ბორტები გვერდი-გვერდ იდგნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი ტრამპის წერილზე – ამ ფაქტის არც დრამატიზება გვარგია და არც გაუბრალოება – თუ სტატუს-კვო შენარჩუნდა, არ არის გამორიცხული ურთიერთობის ნორმალიზება ტრამპის სტილში მოხდეს და არა იმდენად დემოკრატიული, არამედ სტაბილური პარტნიორი არჩიოს